sun-home-1
კარგი განწყობისთვის ამინდის ცვალებადობა არ არის მთავარი. უფრო მნიშნელოვანია მზად იყოთ გამოავლინოთ თქვენი ფანტაზია და არ შეგეშინდეთ ცვლილებების!


1. დაუმატეთ ყვითელი ტექსტილი

სიცოცხლით სავსე ნათელი ფერები ინტერიერს უფრო ხასხასას გახდის. ყვითელი ბალიშები, მაგიდის ლამპა, სურათის ჩარჩოები, გადასაფარებლები და ფარდები მომენტალურად გარდაქმნის ოთახს. არ გადააჭარბოთ - მხოლოდ რამდენიმე ნივთს დაჯერდით. ყვითელი დეტალები განსაკუთრებით ეფექტურად მწვანე, ფირუზისფერი ან ყავისფერი ტონალობის ინტერიერში გამოიყურება.


2. აავსეთ ოთახი ციტრუსის სურნელით

ფორთოხლით ან მანდარინებით სავსე ლარნაკი ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებს - ხასხასა ფერის დეტალი და არომატიზატორი. შეგიძლიათ ხილის ნაცვლად გამოიყენოთ ჰაერის გასასუფთავებელი წყლის სპრეი ციტრუსის სურნელით. საშუალება აავსებს ოთახს სასიამოვნო სურნელით და გაასუფთავებს ჰაერს მტვრისგან.


3. შუშების და სარკეების ბრწყინვალება

ახლად გაწმენდილი შუშის თვალისმომჭრელი ბრწყინვალება - ბავშვობიდან ნაცნობი, დღესასწაულის ნიშანია. როგორც კი მოაწესრიგებთ ფანჯრებს, სარკის კარადებს და სხვა შუშის ელემენტებს, სახლი თითქოს ღიმილს იწყებს!

sun-home-3

4. გააფორმეთ ინტერიერი საყვარელი დასვენების ფოტოებით

რა თქმა უნდა, საუკეთესო, რაც შვებულებამ დაგიტოვათ - ეს კვალია თქვენს მეხსიერებაში. ხასხასა ფოტოები მყისიერად გაგიცოცხლებთ მოგონებებს იმ ბედნიერ წუთებზე, და დღე, როდესაც ყველაფერი კარგად იყო, აღარასოდეს დასრულდება!


5. შეიტანეთ ცოცხალი ყვავილები ინტერიერში

არ არის აუცილებელი გამოიყენოთ ვარდი, შროშანი ან ტიტა - შეადგინეთ მინდვრის ყვავილების იაფი თაიგული ან დაალაგეთ ქოთნის ყვავილები.


6. არ შეგეშინდეთ თეთრი ფერის

ღია ფერის ინტერიერი ყოველთვის კარგად გამოიყურება და ანათებს შიგნიდან. ბეჟი ან რძის ტონალობის გადასაფარებლები, ჭაღები და ავეჯი შუქის პატარა ნაპერწკალსაც ირეკლავენ და იჭერენ და ავსებენ სახლს ნათებით. ღია ფერების მოვლამ, რომ თავსატეხი არ გაგიჩინოთ, გამოიყენეთ ზედაპირის სწრაფი გაწმენდის საშუალებები ხოლო ხელით შესრულებული თეთრი დეტალები ოთახს უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენს!

sun-home-2