8-el-2016

რა შეიცვალა მამაკაცების სამყაროში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში? როგორ უყურებენ ისინი დღეს სილამაზეს და საკუთარი თავის მოვლას? რა ისწავლეს ქალებისგან - რა თქმა უნდა, ყველაზე მომთხოვნი ქალებისგან?  მოდით გავერკვიოთ!

1. მამაკაცების და ქალების პარფიუმერიის საზღვრები ნელ-ნელა ქრება.

ყვავილოვან ნოტებს, მაგალითად ლავანდას და იას, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მამაკაცების პარფიუმერულ კომპოზიციებში - კანთან და მერქანთან ერთად მათი ჟღერადობა გრილი და მიმზიდველია. ამასთან ერთად ქალბატონები სულ უფრო ხშირად შეიძენენ ქორფა და მწკლარტე არომატებს, რომლებიც ადრე მამაკაცების პრეროგატივად ითვლებოდნენ. განსაკუთრებული ტენდენცია - გაიზარდა წყვილი არომატების პოპულარობა, რომლებიც მხოლოდ ელფერებით განსხვავდებიან და კარგად ეხამებიან ერთმანეთს.

2. მამაკაცები უფრო ხშირად იყენებენ კოსმეტიკას.

თანამედროვე მამაკაცები უფრო დიდ დროს უთმობენ საკუთარი თავის მოვლა. კომპანიის Mintel Group Ltd, რომელიც დაკავებულია მარკეტინგული კვლევებით, მონაცემების თანახმად, მამაკაცების ინტერესი კანის მოვლის პროდუქტებისადმი იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. წარსულში რჩება მამაკაცების „არასათანადო“ ქცევის შეფასება მათ მიმართ, ვინც ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას. სიმშრალის და ქერცვლის დასამარცხებლად ცოლის კრემის მალულად მოხმარება აღარ არის საჭირო.

3. ძლიერი სქესი უფრო ხშირად სტუმრობს სილამაზის სალონს.

წარმატებული, შეძლებული და მოვლილი მამაკაცის გავრცელებული იმიჯი ისეთ ელემენტსაც შეიცავს, როგორიცა სილამაზის სალონის სტუმრობა. უზრუნველყოფილი და თავდაჯერებული მამაკაცები არამხოლოდ განტვირთვის მიზნით სტუმრობენ მასაჟის სეანსებს, არამედ იკეთებენ კოსმეტიკურ ნიღბებს, სპეციალური მამაკაცების მანიკურს, ნაოჭებთან საბრძოლველ ინექციებს და მოდურ ვარცხნილობებს. პირველი ნაბიჯი მილიონერის სტატუსისკენ - უნაკლო გარეგანი იერი და დაჭიმული სხეული. ორიგინალურ წვერსა და ულვაშებზე მოდის გამოჩენამ კი სილამაზის სალონში სტუმრობა უფრო ძვირი სიამოვნება გახდა, მაგრამ ამავდროულად აუცილებელი!

4. მამაკაცების მოდა ისეთივე ცვალებადი და მრავალფეროვანია, როგორც ქალების

მსოფლიოში განთქმული მოდის სახლები წამყვანი მოდელიერები წელიწადში ორჯერ ქმნიან კოლექციებს მამაკაცებისთვის - ვისთვის? მამაკაცებისთვის, რომლებიც გარდერობს პირდაპირი დანიშნულებით იყენებენ და მანქანის არასეზონური საბურავების შესანახად. ძალიან მცირე შემოსავლების მქონე მამაკაცებიც კი ახერხებენ ყურადღება მიაქციონ საკუთარი კოსტიუმის ხარისხს, და ზოგიერთი მათგანი რჩევებსაც კი აძლევს ქალბატონებს!