Romantica-13-2015-1


ქალური სილუეტები და ნაზი ფერებით შესრულებული ფრიალა ქსოვილები, ნახევრად გამჭვირვალე მაკიაჟი და რბილი კულულები ვარცხნილობაში - ასე იქმნება თანამედროვე რომანტიკული იერი. რომანტიკული სტილის უნაკლო გამოხატულება - ნიუდ-მეიქ-აპი. შესძინეთ კანს იდეალური ხავერდოვნება და ბუნებრივი ფერუმარილი. შეარჩიეთ თქვენი თვალის ტონის ჩრდილები და ამით ხაზი გაუსვით მათ. მოხატეთ ტუშით, შექმენით ნაზი გადასვლა.

rom-step-1-1

ნაბიჯი 1.
 
რომანტიკული მაკიაჟის ეფექტით "ველვეტ სქინ" საიდუმლო - ხავერდოვანი კანი. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო საშუალებები, რომლებიც ანიჭებენ კანს ნათებას და "ქმნიან" ჩრდილ-ნათელ ფერებს: მაქსიმალურად ბუნებრივი მეიქაპი შერბილებული ფერების გადასვლით შესანიშნავია ქალური იმიჯისთვის. ჩვეულებრივი ტონალური კრემი და კორექტორი, რომლებიც ნიღბავენ კანის ნაკლოვანებებს, სავსებით საკმარისია.

ასევე თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ პუდრა, ამასთან მისი წასმა სასურველია სპონჟით, რომელიც მოყვება მას კომპლექტში. ის შექმნის უფრო მჭიდრო საფარს, ვიდრე ფართე ფუნჯი, და თქვენ კანი ნაზი ატამივით იქნება.

rom-step-2-1

ნაბიჯი 2.
ყველაზე ნატურალურ მაკიაჟსაც კი ესაჭიროება მსუბუქი ფერუმარილი - ის ანიჭებს კანს სიქორფეს და ქმნის ახალგაზრდობის შეგრძნებას. ფერუმარილი გადაინაწილეთ ფართე ფუნჯით და კარგად შეარბილეთ ფერის საზღვრები.

თუ ცისფერი თვალები გაქვთ, როგორც ჩვენს მოდელს, აირჩიეთ მსუბუქი ვარდისფერი ფერები ცივი ტონით: ისინი კარგად ეხამება ჩრდილების ფერს. ხოლო თუ თქვენ "თბილი" გარეგნობა გაქვთ, უკეთესია თუ მომწვანო ფერის ჩრდილებს აირჩევთ, ხოლო ფერუმარილს - ატმისფერს. ნიუდ-მაკიაჟის მთავარი პრინციპია - მისი მაქსიმალური ჰარმონია თქვენი ბუნებრივი ფერის ტიპთან და ძლიერი კონტრასტების არ არსებობა.



rom-step-3-1
ნაბიჯი 3.
ეს იმიჯი ითვალისწინებს, მსუბუქად ზევით ავარცხნილ ბუნებრივი ფორმის წარბებს. შეგიძლიათ წარბები მაკიაჟის გარეშე დატოვოთ ან მსუბუქად შეეხოთ ღია ბეჟი ჩრდილების ფუნჯით. ქუთუთოების მაკიაჟში გამოიყენეთ ტონები, რომლებიც ხაზს გაუსმევენ თქვენი თვალის ფერს, და შეუხამეთ ისინი ყავისფერ ფერებს. თუ თქვენ ცისფერი თვალები გაქვთ, როგორც ჩვენ მოდელს, გამოიყენეთ კოლექციის SkyLine ორფერიანი ჩრდილების ფერები "ფერიების ტბა" ან "შოკოლადის ბორცვები".

ღია ცისფერი ფერი წაისვით მოძრავი ქუთუთოს შიდა და წამწამების კონტურის ქვედა მხარეს, ყავისფერი კი - ზედა ნაწილებზე ზევით გაბაცებით. შეარბილეთ ფერების საზღვრები და შეიღებეთ წამწამები ერთი ფენით ასაპრეხი ტუშით.




rom-step-4-1ნაბიჯი 4.
ტუჩებისთვის შეარჩიეთ ტუჩსაცხის ღია ნატურალური ფერები, მაგალითად, ტონი "ნაზი ატმისფერი" Secret Story ან "მთვარის ტანგო" SkyLine. მანიკური ასევე ნატურალურ ტონებში, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ლაქის ფერი ემთხვეოდეს ტუჩსაცხის ფერს. ასე, რბილი სადაფისებრი ლაქის "ვარდისფერი მარილი" მბზინვარება თქვენს იმიჯს სინაზეს შემატებს.

ვარცხნილობისთვის გამოიყენეთ თმის სპრეი-ზრუნვა, რომელიც უზრუნველყოფს ვარცხნილობის მდგრადობას, და ცოტაოდენი თმის ლაქი: რაც უფრო ბუნებრივი იქნება თქვენი კულულები, მით უკეთესია. მიაღწიეთ უშუალობის შთაბეჭდილებას, თითქოს თქვენი თმა ზღვის სიომ გაშალა.

თქვენს რომანტიკულ იმიჯს დაასრულებს ჰაეროვანი "აქსესუარი": სანელებლების ხავერდი - დარიჩინი, შოკოლადი და ვანილი. ქორფა ვარდის ატლასი და სურნელოვანი ჟასმინი. ილანგ-ილანგის და ცხრატყავას ნაზი აბრეშუმი. ასე, დახვეწილად და რბილად ჟღერს Faberlic-ის ერთერთი ყველაზე რომანტიკული არომატი – O Feerique Sensuelle.