science-laboratory-1science-laboratory-3

კომპანია Faberlic გამოირჩევა სამეცნიერო კვლევების სფეროში დიდი აქტიურობით. ამ კვლევების შედეგებს Faberlic იყენებს ინოვაციური კოსმეტიკური საშუალებების შესაქმნელად, რომელთაც ჩვენი კანისთვის ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა მოაქვს.

Faberlic აღიარებს კოსმეტიკის რეცეპტურასთან და წარმოებასთან მეცნიერულ მიდგომას, იყენებს უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს, რომელსაც მას აწვდიან ნედლეულის უმსხვილესი მწარმოებლები. მაგრამ ჩვენი კოსმეტიკის მთავარი კოზირია — უნიკალური ჟანგბადის ტრანსტპორტი (Aquaftem®, Novaftem-O2™), რომელსაც შესწევს უნარი მიაწოდოს კანის უჯრედებს დამატებითი ჟანგბადი. ამ ინგრედიენტს საფუძვლად უდევს ქ. პუშინოს საბჭოთა კავშირის უჯრედული ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების გამოგონება.

ჟანგბადის კომპლექსის Aquaftem® წარმოება და კოსმეტიკაში გამოყენება, და ასევე ჩვენი კოსმეტიკური საშუალებების მრავალი სხვა უნიკალური ინგრედიენტი დაპატენტებულია და Faberlic-ის კოსმეტიკის ექსკლუზიურ კომპონენტებს წარმოადგენს.

საკუთარი სამეცნიერო კვლევათა ცენტრი – ჩვენი სიამაყეა. ჩვენ მეცნიერება სილამაზის სამსახურში დავაყენეთ!

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან. მაგალითად, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიისა და ჰისტოლოგიის კათედრასთან. ისინი ჩვენთვის ატარებენ კვლევებს უჯრედულ დონეზე. ასევე ჩვენთან თანამშრომლობს სეჩენოვის სახ. სამედიცინო აკადემიის ქირურგიის კათედრა. ისინი სწავლობდნენ ლაზერით შეხორცებას და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლაზერით ზემოქმედებისას ხდება აზოტის ოქსიდის ლოკალური გამოტყორცნა, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის ნორმალიზებას, კანში ჟანგბადის მიწოდების მატებას და ჭრილობების შეხორცების დაჩქარებას.


laboratory-fab-1laboratory-fab-2laboratory-fab-3laboratory-fab-4