თქვენ ცდილობთ აირჩიოთ რეგიონი, რომელიც მუშაობს საიტის სხვა ვერსიაზე. შეცვლის შემთხვევაში მოგიწევთ პროდუქტების ხელახლა დამატება კალათაში.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Faberlic-ის სამყაროში!
უკვე 15 წელია ჩვენი კომპანია სიყვარულით უშვებს უნიკალურ ჟანგბადის კოსმეტიკას, თქვენი კანის ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით. და ჩვენ მადლიერნი ვართ იმ 5 მილიონი ადამიანის, რომელმაც მისი ღირსებებით შეაფასა ჩვენი პროდუქციის ხარისხი და ყოველდღიურად სიამოვნებით სარგებლობენ Faberlic-ის პროდუქციას.
გარანტირებული ხარისხი
Faberlic-ის აბსოლუტურად ყველა პროდუქტი გადის აუცილებელ ტესტირებას გოსტ-ის თანახმად, ხოლოდ კოსმეტიკის წარმოება შეესაბამება საერთაშორისო ფარმაცევტულ სტანდარტს ISO 22716 GMP („სათანადო წარმოების პრაქტიკა“).
მსოფლიოს ტრენდები
Faberlic ნაყოფიერად მუშაობს მოწინავე დიზაინერებთან, ვიზაჟისტებთან და პარფიუმერებთან მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ქმნიან ექსკლუზიურ ინოვაციურ პროდუქტებს.
მეცნიერული მიდგომა
Faberlic-ის მეცნიერული კვლევების ცენტრი თანამშრომლობს მოსკოვის სახელმწიფო აკადებიის ბიოლოგიური ფაკულტეტის უჯრედული ბიოლოგიის კათედრის მეცნიერებთან, ი.მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის საერთო ქირურგიის კათედრასთან, და აგრეთვე დამოუკიდებელ ლაბორატორიებთან და კვლევით ცენტრებთან მთელს მსოფლიოში.
თქვენს კანს ყოფნის ჟანგბადი?
თუ 3 ან მეტ შეკითხვაზე თქვენი პასუხი დადებითია, მაშინ თქვენი კანი ჟანგბადის შიმშილს განიცდის! ჟანგბადის ბალანსის მხარდასაჭერად კანის უჯრედებს სჭირდებათ დამატებითი ჟანგბადი..
ჟანგბადის უკმარისობისას კანი იწყებს დაბერებას
ჟანგბადი და კანი
ჟანგბადის გარეშე ბიოქიმიური რეაქციები და პროცესები ორგანიზმის უჯრედებში შეუძლებელია - ჟანგბადი აძლევს ენერგიას მათ განსახორციელებლად.
კოსმეტიკა არ მუშაობს, მუშაობს თქვენი უჯრედები! თუ კანს არ ყოფნის ჟანგბადი, მაშინ უჯრედებს უბრალოდ არ შესწევთ განახლების, აღდგენის და სასარგებლო ნივთიერებების შეთვისების ძალა, კერძოდ იმ ნივთიერებების, რომლებიც კანში ხვდებიან კოსმეტიკასთან ერთად. და მაშინ ჩვეულებრივი კოსმეტიკური საშუალებები უკვე ვეღარ გეხმარებათ!
ჟანგბადის კრემის გამოყენების ეფექტი