შეიძინეთ სინჯი. პარფიუმერული წყალი მამაკაცებისთვის Agizur 34020 დაბალ ფასად - 50 руб - ინტერნეტ-მაღაზია FL-SHOP

მოცულობა: 1.5 მლ.

სიყვარულის ძიებაში! აღმოსავლეთისკენ!

აღმოსავლეთი. ასეთი მიმზიდველი! აქ გადაჯაჭვულია თანამედროვეობა და ტრადიცია. ეს არის საგანძურის, მომნუსხველი ლეგენდების და ამოუხსნელი ცეკვების ფანტასტიკური სამყარო. ჩვენი სუნამოების კოლექციაში გიამბობთ მარადიული და დიდებული უდაბნოს მსგავსად უსაზღვრო სიყვარულის ისტორიას.

მათი ჯილდო გახდება სიყვარული!

მისი გზა მიზნისკენ გადის აღმოსავლეთის ქვიშიან ბარხნებზე. ეს მკაცრი მხარეა, მაგრამ სიმამაცით სავსე მის გულს იცავს ჯადოსნური თილისმა - ჩეროტი. მისი დაცვის ქვეშ, ის კიდევ ასობით კილომეტრს გაივლის, დაიპყრობს ყველა საგანძურს და მიიღებს მთავარს
მთავარს - მის სიყვარულს.

არომატი Agizur შექმნილია ცნობილი ფრანგი პარფიუმერის ნეჟლი ბარბირის მიერ ექსკლუზიურად Faberlic-სთვის.

არომატის მიმართულება: მერქან-სანელებლებიანი არომატი ქორფა პიტნის ნოტებით.

არაფერი ისე არ იცავს უდაბნოს მცხუნვარე მზისგან, როგორც გამაგრილებელი პიტნა. მისი დახვეწილი არომატი გადაჯაჭვულია მერქნის აკორდით გამოკვეთილი კარდამონისა და მუშკის კეთილშობილი ჟღერადობით. ეს არომატი ყველაზე დიდგვაროვანი შეიხის ღირსია!

ძირითადი ნოტები: კარდამონი, მაროკოს პიტნა ნანა, უდის ხე.

სუნამოს Agizur ოლფაქტორული პირამიდა:

ზედა ნოტები: პიტნა, როზმარინი, ბერგამოტი, ციტრუსები.

გულის ნოტები: კარდამონი, კვლიავი.

შლეიფი: მერქნის აკორდი, კედარი, თეთრი მუშკი.

შეფუთვა: 1,5 მლ მოცულობის ფლაკონი პულვილიზატორით.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი შეფუთვაზე მითითებული წარმოების თარიღიდან.

*ბერბერული ენიდან "მამაკაცური".

ფლაკონზე გამოსახულია ჩეროტი - აღმოსავლეთის ხალხის - ტუარეგების და ბერბერების თილისმა მამაკაცებისთვის.



 
მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი

Alcohol denat., Aqua, Parfum, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Geraniol.

როგორ გამოვიყენოთ არომატი სწორად?

არომატი საუკეთესოდ "ჟღერს" იქ, სადაც სისხლი პულსირებს:

  • მაჯა (სადაც ისინჯება პულსი);
  • იდაყვი (შიდა მხარე);
  • ყურების უკან;
  • მკერდზე ჩავარდნილ ადგილას.

არომატს კარგად "იჭერს" თმაც, ამიტომ შეგიძლიათ შეისხუროთ ყელზე და კეფაზე.

დასასრულს გირჩევთ გაასხუროთ არომატი ზევით და შეხვიდეთ ამ "ღრუბელში".

როგორ შევარჩიოთ სუნამო?

წესი 1. არ ღირს ბევრი სუნამოს გასინჯვა. გაეცანით 3-4 არომატს, ასეთ შემთხვევაში არ დაიბნევით და შეძლებთ სურნელის დამახსოვრებას.

წესი 2. არ შეასხუროთ არომატი თავსახურში. ეცადეთ არ იყნოსოთ არომატი პირდაპირ ფლაკონიდან ან სინჯიდან. დაასხით ბლოტერზე ან სუფთა ცხვირსახოცზე. შერჩეული არომატი აუცილებლად შეისხურეთ კანზე, იმისათვის რომ გაიგოთ როგორ "ცხოვრობს" ის თქვენს კანზე.

წესი 3. არ შეიძინოთ არომატი სულ პირველი შთაბეჭდილებით. ცოტა გაისეირნეთ მასთან ერთად, დაელოდეთ გულის ნოტების გამჟღავნებას (15-30 წუთის შემდეგ), მას შემდეგ რაც ყველაზე ზედა ნოტები გაქრება, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.

წესი 4. გაითვალისწინეთ ამინდი, კლიმატური და სიტუაციური ფაქტორები. გახსოვდეთ, რომ ტენიან ცხელ ჰაერში სურნელები უფრო ინტენსიურად ვრცელდება, ვიდრე ცივ და მშრალ ჰაერში. შედარებით მსუბუქი არომატები უნივერსალურები არიან, ხოლო ხასხასა და გაჯერებული კომპოზიციები ყოველთვის არ შეესაბამება ოფისს ან სანაპიროს. მაგრამ რომანტიკულ პაემანზე ისინი აუცილებლად მიიქცევენ ყურადღებას.

წესი 5. გადააქციეთ სუნამოს შერჩევა სიამოვნებად. კარგი განწყობა - საუკეთესო მრჩეველია ასეთ საინტერესო საქმიანობაში, როგორიცაა სუნამოს შერჩევა.

  მომხმარებელი რეკომენდაცია
(733865845)
Yuliya P.
Люберцы
19.07.2023
понравился. дорогой аромат
(734515979)
Zarbibi H.
Турсунзаде
05.12.2022
очень очень мне понравился аромат хороший и приятный
(732587815)
Kirill B.
Алматы
14.09.2022
Долго думал попробовать ли этот аромат или нет, были сомнения что он слишком взрослый...Решил заказать пробник. Сначала в нос ударило дерево, кедр, он даёт ту самую взрослость и брутальность. Затем в игру вступает яркий букет из специй, мяты и цитруса, гармония в целом есть, аромат сбалансированный, но все же взрослый. Он не на весну, не на каждый день. Для меня ассоциации с восточной вечеринкой, шейхами, жаркой пустынной ночью.
(717696962)
Asel' B.
Астана
15.07.2022
Нам очень понравился, покупала в подарок супругу.
შედეგები 1 - 4, სულ 4-დან