თქვენ ცდილობთ აირჩიოთ რეგიონი, რომელიც მუშაობს საიტის სხვა ვერსიაზე. შეცვლის შემთხვევაში მოგიწევთ პროდუქტების ხელახლა დამატება კალათაში.
სანაპიროს ტალღების სიმფონია. ზღვის ქაფის შრიალი, რომლისგანაც თითქოს შემოქმედის ბრძანებით, არომატი იბადება - გრილი, როგორც სიო, თბილი და მოალერსე, როგორც მზის ჩასვლა.
მიმართულება: გრილი ზღვის და ციტრუსის არომატი.
საზღვაო სიმფონია იწყება ციტრუსის მზიანი ნოტებით, რომლებიც თანდათანობით იფარება ყვავილოვანი და ხილის მოტივების სიახლეში, ხოლო იდუმალი ქარვის ბოლო აკორდები დაუვიწყარი შთაბეჭდილებების კვალს ტოვებს.
ოლფაქტორული პირამიდა
საწყისი ნოტები: ზღვის აკორდი, ბერგამოტი, ციტრუსები.
გულის ნოტები: შროშანა, ჟასმინი, ვარდი.
საბაზისო ნოტები: ამბრა, ჟოლო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი შეფუთვაზე მითითებული წარმოების თარიღიდან
Alcohol denat., Aqua, Parfum, Limonene, Geraniol, Citral, Linalool, Citronellol.
როგორ გამოვიყენოთ სუნამო სწორად?
არომატი საუკეთესოდ "ჟღერს" იქ, სადაც სისხლი პულსირებს:
თმა კარგად ინარჩუნებს სურნელს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ "მოიფრქვიოთ" კისერი და თავის უკანა მხარე.
თუ ძალიან გსურთ, რომ თან დაგყვებოდეთ ლამაზი არომატული შლეიფი, შეისხურეთ მუხლის უკან ან კაბის ქვედა ნაკერზე შიდა მხარეს.
დასასრულს გირჩევთ გაასხუროთ არომატი ზევით და შეხვიდეთ ამ "ღრუბელში".
როგორ ავირჩიოთ სუნამო?
წესი 1. არ ღირს ბევრი სუნამოს გასინჯვა. გაეცანით 3-4 არომატს, ასეთ შემთხვევაში არ დაიბნევით და შეძლებთ სურნელის დამახსოვრებას.
წესი 2. არ შეასხუროთ არომატი თავსახურში. ეცადეთ არ იყნოსოთ არომატი პირდაპირ ფლაკონიდან ან სინჯიდან. დაასხით ბლოტერზე ან სუფთა ცხვირსახოცზე. შერჩეული არომატი აუცილებლად შეისხურეთ კანზე, იმისათვის რომ გაიგოთ როგორ "ცხოვრობს" ის თქვენს კანზე. თქვენს და თქვენს მეგობარზე ერთიდაიგივე სუნამო შეიძლება სულ სხვადასხვანაირად "ჟღერდეს".
წესი 3. არ შეიძინოთ არომატი სულ პირველი შთაბეჭდილებით. ცოტა გაისეირნეთ მასთან ერთად, დაელოდეთ გულის ნოტების გამჟღავნებას (15-30 წუთის შემდეგ), მას შემდეგ რაც ყველაზე ზედა ნოტები გაქრება, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.
წესი 4. გაითვალისწინეთ ამინდი, კლიმატური და სიტუაციური ფაქტორები. გახსოვდეთ, რომ ტენიან ცხელ ჰაერში სურნელები უფრო ინტენსიურად ვრცელდება, ვიდრე ცივ და მშრალ ჰაერში. შედარებით მსუბუქი არომატები უნივერსალურები არიან, ხოლო ხასხასა და გაჯერებული კომპოზიციები ყოველთვის არ შეესაბამება ოფისს ან სანაპიროს. მაგრამ რომანტიკულ პაემანზე ისინი აუცილებლად მიიქცევენ ყურადღებას.
წესი 5. გადააქციეთ სუნამოს შერჩევა სიამოვნებად. კარგი განწყობა - თქვენი საუკეთესო მრჩეველია.
მომხმარებელი | რეკომენდაცია | |
---|---|---|
(733086853) Elena V. Тополевый |
21.02.2024 Пока самый легкий и приятный, без перчинок, без удушливости, без сладости, легкий как ветерок. И вещи долго приятно пахнут. |
|
(737296992) Shahla S. Дашогуз |
27.09.2023 запах очень нежный ароматный |
|
(735143768) Gul'Zada B. Астана |
20.09.2023 Феберликтің иіс сулары маған қатты ұнайды бағасыда тиімді |
|
(737231340) Nərmin Ə. Баку |
17.09.2023 Men bu Etirden İstifade Etmisem Cox Gozel qoxusu Var |