Glamour-13-2015-3წითელის თვალშისაცემი, მაგრამ ამავდროულად ქალური ფერები მაკიაჟში და ტანსაცმელში, იმიჯს საბედისწერო ნოტს ანიჭებს, პრიალა ტექსტურები და კაშკაშა სტრაზების გლამურული იმიჯით თქვენ - თქვენ ნამდვილი გლამურული დედოფალი იქნებით!

იმიჯი "გლამური" მოუხდება თქვენს ბრწყინვალე გამოსვლას, მასთან ერთად თქვენ თავს წითელი ხალიჩის მთავარ გმირად იგრძნობთ.

გაიმეორეთ №13 კატალოგში წარმოდგენილი ნებისმიერი მაკიაჟი და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ფოტოკონკურსში!

მთავარი პრიზი სამი გამარჯვებულისთვის –
შოპინგი წამყვან სტილისტთან ერთად, პროფესიონალური ფოტოსესია და მოსაწვევი რუსული მოდის კვირეულის Mercedes-Benz Fashion Week დეფილეზე, რომელიც მოსკოვში გაიმართება. დაწვრილებით აქციის შესახებ წაიკითხეთ გვერდზე www.faberlic.com/priz.

  

 gl-step-1-1ნაბიჯი 1. გლამური - სადღესასწაულო იმიჯია, შესაბამისად არ შეგეშინდეთ, რომ რაც შეიძლება უფრო კაშკაშა იყოთ. პოდიუმის მოდელების საიდუმლო - მაკორექტირებელი საშუალებების საკმაოდ მჭიდრო დატანაშია, რომელიც რბილდება შუქზე და საღამოს კონტრასტული განათების პირობებში ძალიან კარგად გამოიყურება.

თქვენი კანი უნდა იყოს უნაკლო, ამიტომ შეიარაღდით ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით - მაკიაჟის ფუძით, მჭიდრო ტექსტურის ტონალური კრემით და კორექტორით, რომელიც შენიღბავს ნაკლოვანებებს წერტილოვნად. პატარა საიდუმლო: თქვენი კანი უფრო ნათელი იქნება თუ ტონს შეურევთ ერთ წვეთ შრათ-ჰაილაითერს.


gl-step-2-1ნაბიჯი 2. ვძერწავთ სახეს ფერუმარილის დახმარებით: ვისვამთ მას დიდი რბილი ფუნჯით, საფეთქლებიდან ლოყებამდე. ჩვენი მაკიაჟისთვის ფერუმარილის წასმა შესაძლებელია "აქცენტური" ხერხით - უხეში ფუნჯით შექმენით დიაგონალი, უფრო რბილი ფუნჯით შეარბილეთ საზღვრები.

ფერის ინტენსივობა გაზარდეთ თანმიმდევრულად - ზედმეტობების მოშორება ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ტონის მომატება. ფერუმარილს ზევიდან გადაუსვით პუდრის თხელი ფენა, რომელიც ცოტა დაახშობს ფერს და იგი უფრო ბუნებრივი გახდება.

   

  

gl-step-3-1ნაბიჯი 3. ვქმნით გამოხატულ მზერას ყავისფერი ტონების დახმარებით. დახატეთ წამწამების კონტური ფანქრით, დახატეთ პატარა ისარი, და გააბაცეთ ხაზი ჩრდილების ფუნჯით. ხაზის ზევიდან დაიტანეთ ჩრდილები, თანდათანობით შეამცირეთ ფერის ინტენსივობა ქვევიდან ზევით. რამოდენიმე ფენით წასმული გამახშირებელი ტუში, დაასრულებს თვალის მაკიაჟს.

წარბების კონტური უნდა იყოს მკვეთრი - დახატეთ პატარა შტრიხები თმის ზრდის ზოლზე, უფრო ინტენსიურად შუა ნაწილში და მსუბუქად წამწამების კიდეებზე. ფანქარი არამხოლოდ ფერს დაამატებს, არამედ გაამაგრებს წარბების ფორმას.


gl-step-4-1ნაბიჯი 4. სეზონის ტრენდი - აქცენტი ტუჩებზე ეფექტით "ომბრე". ტექნიკა ორი კონტრასტული ფერის გამოყენებას გულისხმობს, რომელიც ერთი მეორეში გადადის ტუჩის ცენტრიდან კონტურებისკენ, რაც ულტრამოდურად გამოიყურება.

გამოიყენეთ ტუჩსაცხის ვარდისფერი და წითელი ფერები, წინასწარ ფანქრით გაუსვით ხაზი ტუჩის კონტურს. წაისვით ტუჩსაცხის ზემოდან ცოტაოდენი მბზინვარე ტუჩსაცხი, რაც ტუჩებს უფრო მიმზიდველს გახდის და ფერების გადასვლას შეარბილებს. ამ საღამოს თქვენი ღიმილი ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი!

   

gl-step-5-1ნაბიჯი 5. თქვენს მაკიაჟს ძალიან მოუხდება ვარცხნილობა რბილი კულულებით, რომლის შექმნასაც შეძლებთ თმის სახვევის დახმარებით. საშუალო სისქის კულულები დაახვიეთ თმის ძირებიდან, თმის სახვევით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კულულებს სახესთან, რომლებიც დაარბილებს თქვენი სახის კონტურებს. შეაფრქვიეთ თმის ლაქი, და თმა არ დაკარგავს ფორმას მთელი საღამო!

თქვენი იმიჯის დამასრულებელი შტრიხები - წითელი ფრჩხილის ლაქი და დიდებული არომატი Pont D’Or, რომელიც ბრწყინავს ბერგამოტის, გარგარის, პრალინეს და მუსკატის ნოტებით, როგორც ძვირფასეულობა თქვენი გლამურული ოცნებიდან.

   

Glamour-13-2015-2