შეიძინეთ სინჯი. უნივერსალური კონცენტრირებული სარეცხი ფხვნილი (30020) 30025 დაბალ ფასად - 80 руб - ინტერნეტ-მაღაზია FL-SHOP

წონა: 40 გრ.

ნივთების ქიმწმენდაში წაღების აუცილებლობა აღარ არსებობს! ახალი სარეცხი ფხვნილი გაუმკლავდება ლაქებს პროფესიონალური სიზუსტით და დაუბრუნებს პირვანდელ სისუფთავეს ღია ფერის ქსოვილებს.

უნივერსალური კონცენტრირებული სარეცხი ფხვნილი შემუშავებულია გერმანულ კომპანიასთან Rohm & Werner* ერთად პროფესიონალური სარეცხი საშუალებების სფეროს ინოვაციების გათვალისწინებით.

  • ეკოლოგიური ფორმულა ჟანგბადის მათეთრებლით - ნაცრისფერი და ყვითელი ელფერის მოსაშორებლად ქსოვილის დაზიანების გარეშე.
  • ნაზად ზრუნავს ქსოვილზე, უნარჩუნებს მას ფერს და ფორმას.
  • ლაქების საწინააღმდეგო ფორმულა აერთიანებს ბუნებრივი ენზიმების მულტიკომპლექსის ძალას, მაღალეფექტურ გამწმენდ კომპონენტებს, ჟანგბადის მათეთრებელს და რეცხვის გამაძლიერებლებს ლაქების უფრო ეფექტურად მოსაშორებლად.
  • აშორებს ჭუჭყს წყლის დაბალი ტემპერატურის პირობებშიც კი.
  • ჩუქნის სამოსს სისუფთავის მსუბუქ სურნელს.
  • 3,5-ჯერ უფრო ეკონომიური ვიდრე ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი: საკმარისია მხოლოდ ერთი კოვზი! 800 გრ კონცენტრირებული სარეცხი ფხვნილი Faberlic home = 3 კგ ჩვეულებრივ სარეცხ ფხვნილს.
  • გრანულირებული ტექსტურა "მტვრის გარეშე" – ჩვეულებრივი საშუალებების მიმართ ალერგიული ადამიანების კომფორტისთვის. დერმატოლოგიური უსაფრთხოება დადასტურებულია საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის Dermatest GmbH (გერმანია) სერთიფიკატებით.
  • გამოდგება ბავშვის ტანსაცმლის გასარეცხად.
  • იდეალურად ირეცხება მუქი ქსოვილიდანაც კი. არ ჭირდება დამატებითი გავლება.
  • იცავს სარეცხ მანქანას ნადებისგან.
  • ბიოშლადი ფორმულა. ბიოლოგიური დაშლის პროდუქტი უსაფრთხოა წყალსატევებისთვის, მიწისქვეშა წყლებისა და ზოგადად ეკოსისტემისთვის.
  • არ შეიცავს ქლორს და ფოსფატებს.

*Rohm & Werner აწარმოებს პროფესიონალურ სარეცხ საშუალებებს - მაღალეფექტურ კონცენტრირებულ საშუალებებს, რომლებიც პასუხობენ ევროკავშირის ბაზარზე მიღებულ მდგრადი განვითარების და გარემოს და ადამიანის უსაფრთხოების პრინციპებს. Rohm und Werner GmbH გახლავთ A.I.S.E. - სარეცხი და გამწმენდი საშუალებების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, სადაც გაერთიანებული არიან მწარმოებლები, რომლებიც არიან მომხმარებლებზე და გარემოზე ზრუნვის პრინციპების ერთგულები წარმოებაში (2020+ ქარტია).

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე შეფუთვაზე მითითებული წარმოების თარიღიდან.



 
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

შემადგენლობა: 30% და მეტი: ნატრიუმის კარბონატი, 5-15%: ჰიდრონატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის სილიკატი, 5%-ზე ნაკლები: ნატრიუმის ციტრატი, ბენზოსულფატის მჟავის ნაწარმოები, ნეინოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ალკილსულფატი ზეთოვანი პალმის თესლის ზეთის ფუძეზე, პოლიკარბოქსილატები, ენზიმების კომპლექსი (პროტეაზი, ამილაზი, მანანაზი, ლიპაზი), ლაურილის ეთერზეთი პეგ-7 ქოქოსის ზეთის ფუძეზე, საღებავების ინჰიბიტორი, ანტირესორბენტი ცელულოზის ფუძეზ, ეთიდრონის მჟავის მარილი, სურნელი.

ფხვნილის შემადგენლობა არის ეკოლოგიურად სუფთა:

  • მინერალური და სილიციუმის მარილები (ნატრიუმის კარბონატი და ნატრიუმის სილიკატი) აერთიანებენ ხისტ მარილებს, არბილებენ წყალს;
  • მინერალური შენაერთი ჟანგბადის აქტიური ფორმით (პერკარბონატი - მათეთრებელი ჟანგბადის ფუძეზე) ამოყავს სხვადასხვა წარმოშობის ლაქები, ათეთრებს, აქრობს სიყვითლეს, გააჩნია დეზინფექციის ეფექტი;
  • ბიოშლადი მრეცხავი კომპონენტი ზეთოვანი პალმის თესლის ზეთის ფუძეზე (ალკილსულფატი) ხელს უწყობს ლაქების ამოყვანას, ეფექტურია ცხიმების და ზეთების წინააღმდეგ;
  • ბიოშლადი მრეცხავი კომპონენტი ქოქოსის ზეთის ფუძეზე (ლაურილის ეთერზეთი პეგ-7) აქტიურად აქრობს სხვადასხვა ჭუჭყს;
  • ბუნებრივი ფერმენტები (ენზიმების კომპლექსი) - პროტეაზის, ამილაზის, მანანაზის და ლიპაზის სინერგეტიკული კომპლექსი სხვადასხვა წარმოშობის ლაქების ამოყვანის გასაძლიერებლად;
  • ბიოშლადი ნეიონოგენური მრეცხავი კომპონენტის კომპლექსი (ნეინოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები) ფლობს აქტიურ დამარბილებელ მოქმედებას, აქრობს სხვადასხვა ჭუჭყს და ამარტივებს მათ გარეცხვას ქსოვილიდან;
  • ბიოშლადი მრეცხავი კომპონენტი (ბენზოსულფატის მჟავის ნაწარმოები) აქტიურად აშორებს ჭუჭყს, გააჩნია მაღალი ეფექტურობა ცხიმოვანი ლაქების წინააღმდეგ;
  • ორგანული ამინი (მათეთრებლის აქტივატორი) ააქტიურებს ჟანგბადის მათეთრებლის მოქმედებას დაბალ ტემპერატურაზე;
  • ორგანული პოლიმერები (პოლიკარბოქსილატები) აფერხებს საღებავების გადასვლას და ჭუჭყის ხელმეორედ "ჩაჯდომას", იცავს ქსოვილს სიყვითლისა და ნაცრისფერი ელფერისგან;
  • ორგანული მარილი (ეთიდრონის მჟავის მარილი) აფერხებს ლითონის ელემენტების კოროზიას;
  • დაპატენტებული ოპტიკური დანამატი (ოპტიკური მათეთრებელი) ანიჭებს ქსოვილებს განსაკუთრებულ სიხასხასეს და სიქათქათეს;
  • ლიმონის მჟავის ორგანული მარილი (ნატრიუმის ციტრატი) აერთიანებს ხისტ მარილებს, არბილებს წყალს;
  • მჟავე მინერალური მარილი (ჰიდრონატრიუმის კარბონატი) ქმნის ოპტიმალურ გარემოს მაღალი ხარისხის რეცხვისთვის;
  • ორგანული მარილი, ცელულოზის ნაწარმოები (ანტირესორბენტი) - იცავს და არბილებს ქსოვილებს, იცავს ნაცრისფერი ელფერისგან;
  • სურნელოვანი ნივთიერებების კომპოზიცია "Clean label" (სურნელი) ანიჭებს მსუბუქ გრილ სურნელს.

გამოდგება ავტომატური სარეცხ მანქანაში და ხელით რეცხვისას.

ტემპერატურა: 30 - 90 °С.

დოზირებასაშუალო დაბინძურების დონე / საშუალო სიხისტის წყალიძლიერი დაბინძურების დონე / ხისტი წყალი
მანქანაში რეცხვა 4,5 კგ40 გრ = 1 კოვზი60 გრ = 1,5 კოვზი
ხელით რეცხვა (10 ლიტრ წყალზე)20 გრ = 0,5 კოვზი40 გრ = 1 კოვზი

სარეცხი ფხვნილის კორექტული დოზირებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ Faberlic-ის საზომი კოვზი.

რეცხვისას გაითვალისწინეთ ტანსაცმლის იარლიყზე და სარეცხი მანქანის დოკუმენტაციაში მითითებული რეკომენდაციები. ახალი ნივთები ყოველთვის ცალკე გარეცხეთ.

არ გამოიყენოთ ბეწვის და აბრეშუმის გასარეცხად.

უსაფრთხოების ზომები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულების შესაბამისად.

ყურადღება! იწვევს თვალის ძლიერ გაღიზიანებას. თვალში მოხვედრის შემთხვევაში გამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით 15-20 წუთის მანძილზე. კანის მაღალი მგრძნობელობის ან ხელის დაზიანებული კანის შემთხვევაში გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი. კანის დაზიანებულ ადგილზე მოხვედრის შემთხვევაში კარგად დაიბანეთ წყლით. საზიანოა გადაყლაპვის შემთხვევაში. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში გამოივლეთ წყალი პირის ღრუში. დიდი ხნის მანძილზე შესუნთქვის შემთხვევაში გადით კარგად განიავებად შენობაში. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და თან იქონიეთ პროდუქტის შეფუთვა (ეტიკეტი).

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას, პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებით. არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან და აალებად ნივთებთან ერთად.

  მომხმარებელი რეკომენდაცია
(728178508)
Ekaterina O.
Смоленск
14.09.2022
Очень понравился данный стиральный порошок. Способен отбелить даже засохшую кровь (не подумайте ничего плохого, просто работаю медсестрой). Довольна результатом после каждой стирки. Рекомендую всем!
(708231251)
Lyudmila E.
Минск г.
15.07.2022
Хорошо стирает. Концентрированный, поэтому 1 саше мне хватило на 1 загрузку в автомат, рассчитанный на 4кг белья.
შედეგები 1 - 2, სულ 2-დან