შეიძინეთ სინჯი. ჟანგბადის ლაქების ამომყვანი Extra Oxy 30029 დაბალ ფასად - 80 руб - ინტერნეტ-მაღაზია FL-SHOP

წონა: 40 გრ.

ნივთების ქიმწმენდაში წაღების აუცილებლობა აღარ არსებობს! ახალი ლაქების ამომყვანიო დაგეხმარებათ ყველაზე ჩამჯდარ ლაქებთან გამკლავებაში!

ჟანგბადის თხევადი ლაქების ამომყვანი Extra Oxy შემუშავებულია გერმანულ კომპანიასთან Rohm & Werner* ერთად პროფესიონალური სარეცხი საშუალებების სფეროს ინოვაციების გათვალისწინებით. შექმნილია ეკოლოგიური ჟანგბადის მათეთრებლის და ბუნებრივი ფერმენტების ძლიერი კომპლექსის ფუძეზე.

  • ეფექტურია სხვადასხვა წარმოშობის ლაქების მოსაშორებლად (ოფლი, ბალახი, სისხლი, ხილი, წვენი, ჩაი, ყავა, ღვინო, ცხიმიანი სოუსები, საკვები პროდუქტები, კოსმეტიკა, ბრილიანტის მწვანე, იოდი, ზეთები, ფისი და სხვა) თეთრი და ფერადი ქსოვილებიდან.
  • არ შეიცავს საღებავებს და არომატიზატორებს.
  • არ შეიცავს ქლორს და ფოსფატებს.
  • აძლიერებს ფხვნილის მოქმედებას რთული, ჩამჯდარი ლაქების და ზოგადად ჭუჭყის წინააღმდეგ.
  • აქრობს ჭუჭყს დაბალ ტემპერატურაზე რეცხვის დროსაც კი.
  • გამოდგება თეთრი და ფერადი ქსოვილების გასარეცხად.
  • უსაფრთხოა ქსოვილისთვის.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალიჩების, ავეჯის გადასაკრავის, ასევე სამზარეულოს ზედაპირების და ჩაის და ყავის ჭურჭლის გასაწმენდად.

*Rohm & Werner აწარმოებს პროფესიონალურ სარეცხ საშუალებებს - მაღალეფექტურ კონცენტრირებულ საშუალებებს, რომლებიც პასუხობენ ევროკავშირის ბაზარზე მიღებულ მდგრადი განვითარების და გარემოს და ადამიანის უსაფრთხოების პრინციპებს. Rohm und Werner GmbH გახლავთ A.I.S.E. - სარეცხი და გამწმენდი საშუალებების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, სადაც გაერთიანებული არიან მწარმოებლები, რომლებიც არიან მომხმარებლებზე და გარემოზე ზრუნვის პრინციპების ერთგულები წარმოებაში (2020+ ქარტია).



 
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

შემადგენლობა: 15- 30 %: მათეთრებელი ჟანგბადის ფუძეზე, ნატრიუმის კარბონატი, ჰიდრონატრიუმის კარბონატი, 5%-ზე ნაკლები: მათეთრებლის აქტივატორი, ბენზოსულფატის მჟავის ნაწარმოები, ნეინოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ენზიმების კომპლექსი (პროტეაზი, ამილაზი, მანანაზი, ლიპაზი).

ლაქების ამომყვანის შემადგენლობა არის ეკოლოგიურად სუფთა:

  • მინერალური შენაერთი ჟანგბადის აქტიური ფორმით (პერკარბონატი - მათეთრებელი ჟანგბადის ფუძეზე) ამოყავს სხვადასხვა წარმოშობის ლაქები, ათეთრებს, აქრობს სიყვითლეს, გააჩნია დეზინფექციის ეფექტი;
  • მინერალური მარილები (ნატრიუმის კარბონატი და ჰიდრონატრიუმის კარბონატი) - აერთიანებენ ხისტ მარილებს, არბილებენ წყალს, ქმნიან ოპტიმალურ გარემოს მაღალი ხარისხის რეცხვისთვის;
  • ორგანული ამინი (მათეთრებლის აქტივატორი) ააქტიურებს ჟანგბადის მათეთრებლის მოქმედებას დაბალ ტემპერატურაზე;
  • ბიოშლადი მრეცხავი კომპონენტი (ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები) გააჩნია მაღალი ეფექტურობა ცხიმოვანი ლაქების წინააღმდეგ, აქტიურად აშორებს ჭუჭყს და ამარტივებს მის ამორეცხვას ქსოვილებიდან;
  • ბუნებრივი ფერმენტები (ენზიმების კომპლექსი) - პროტეაზის, ამილაზის, მანანაზის და ლიპაზის სინერგეტიკული კომპლექსი სხვადასხვა წარმოშობის ლაქების ამოყვანის გასაძლიერებლად.

არ გამოიყენოთ ბეწვის და აბრეშუმის გასარეცხად. არ გამოიყენოთ და არ შეურიოთ მათეთრებლებს, რომლებიც შეიცავენ ქლორს. არ გამოიყენოთ ალუმინის და სპილენძის ნაკეთობების გასარეცხად.

გამოყენების წესი:

რეცხვა: დაუმატეთ ქვემოთ მოცემული ოდენობის მათეთრებელი სარეცხ ფხვნილს ან სარეცხ გელს მანქანაში ჩასხმისას:

  • უნივერსალურ სარეცხ ფხვნილთან ერთად გამოყენების შემთხვევაში – 20 გრ (1/2 საზომი კოვზი);
  • ფერადი ნივთების სარეცხ ფხვნილთან ან სხვა მწარმოებლების სარეცხ საშუალებებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში – 40 გრ (1 საზომი კოვზი );
  • ჩამჯდარი და გამშრალი ლაქების ამოსაყვანად გაზარდეთ დოზა 20 გრამით (1/2 საზომი კოვზი).

ხალიჩების რეცხვა: დაუმატეთ 10 გრ (1/4 საზომი კოვზი) ლაქების ამომყვანი 200 მლ ცხელ წყალს, წაუსვით ხსნარი დაბინძურებულ ზედაპირს ან ლაქას და დატოვეთ 15-30 წუთით.

ლაქების ამოყვანა და დალბობა: გახსენით 40 გრ (1 საზომი კოვზი) ლაქების ამომყვანი 2ლ. ცხელ წყალში. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ მინიმუმ 60 0С ტემპერატურის წყალი. გამოყენების წინ აუცილებლად შეამოწმეთ ნივთი ფერმდგრადობაზე: წაუსვით ხსნარი ქსოვილს შეუმჩნეველ ადგილას და დააცადეთ გაშრობა.

სამზარეულოს ზედაპირების წმენდა (ნიჟარები, ქურები, კერამიკული ფილები): დაყარეთ ფხვნილი სველ ზედაპირზე და დატოვეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ მოაშორეთ ჭუჭყი სველი ღრუბელის დახმარებით, გარეცხეთ ზედაპირი წყლით.

უსაფრთხოების ზომები და შენახვის პირობები:

შეინხაეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ. კარგად დაიბანეთ ხელები გამოყენების შემდეგ. არ ჭამოთ, არ მიიღოთ სითხე და არ მოწიოთ გამოყენების პროცესში.

ფრთხილად! იწვევს თვალის სერიოზულ დაზიანებას. მყისიერად მიმართეთ ექიმს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში გამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით 15-20 წუთის მანძილზე. მოიხსენით კონტაქტური ლინზები (თუ გიკეთიათ).

ყურადღება! კანის მაღალი მგრძნობელობის ან ხელის დაზიანებული კანის შემთხვევაში გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი. კანის დაზიანებულ ადგილზე მოხვედრის შემთხვევაში კარგად დაიბანეთ წყლით. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში გამოივლეთ წყალი პირის ღრუში. დიდი ხნის მანძილზე შესუნთქვის შემთხვევაში გადით კარგად განიავებად შენობაში. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და თან იქონიეთ პროდუქტის შეფუთვა (ეტიკეტი).

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაშიი, მშრალ გრილ ადგილას, პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებით, +5°С-დან +30°С-მდე ტემპერატურის პირობებში. არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან და აალებად ნივთებთან ერთად.

  მომხმარებელი რეკომენდაცია
(719692548)
Elena G.
Олонки
15.07.2022
Добрый день! Добавляю к стиральному порошку при стирке кухонных полотенец, полотенец для рук, детский вещей. Все отстирывает. Не надо дополнительно замачивать.
(717709349)
Elizaveta S.
Санкт-Петербург
15.07.2022
Доброе утро. Хочу поделиться чудом. Новый сарафан забрызган был бензином. Он не отстирался в стиральной машине. Не отстирался финским мылом для пятен. Не отстирался при замачивании в средстве для плит и духовок. Но вчера взяла пробник пятновыводителя (с первым заказом его ещё заказала, так и лежал в темном углу шкафа), на целый день строго по инструкции замочила. Ночью прополоскала сарафан. Сейчас высох и нет ни одного пятна! 50 рублей цена пробника!!! Может, вообще подарок был с первым заказом. Муж уже говорил в химчистку нести. Один раз сарафан надела. Девочки, это бомба. Чудо средство просто. И цена смешная. Рекомендую в каждый дом теперь. Сделано в Германии.
(717709349)
Elizaveta S.
Санкт-Петербург
15.07.2022
Доброе утро. Хочу поделиться чудом. Новый сарафан забрызган был бензином. Он не отстирался в стиральной машине. Не отстирался финским мылом для пятен. Не отстирался при замачивании в средстве для плит и духовок. Но вчера взяла пробник пятновыводителя (с первым заказом его ещё заказала, так и лежал в темном углу шкафа), на целый день строго по инструкции замочила. Ночью прополоскала сарафан. Сейчас высох и нет ни одного пятна! 50 рублей цена пробника!!! Может, вообще подарок был с первым заказом. Муж уже говорил в химчистку нести. Один раз сарафан надела. Девочки, это бомба. Чудо средство просто. И цена смешная. Рекомендую в каждый дом теперь. Сделано в Германии.
შედეგები 1 - 3, სულ 3-დან