შეიძინეთ ზეთოვანი სუნამო Zahrat El Sahraa 3823 დაბალ ფასად - 799 руб - ინტერნეტ-მაღაზია FL-SHOP

მოცულობა: 30 მლ.

სიყვარულის ძიებაში! აღმოსავლეთისკენ!

აღმოსავლეთი. ასეთი მიმზიდველი! აქ გადაჯაჭვულია თანამედროვეობა და ტრადიცია. ეს არის საგანძურის, მომნუსხველი ლეგენდების და ამოუხსნელი ცეკვების ფანტასტიკური სამყარო. ჩვენი არომატების კოლექცია გიამბობთ მარადიული და დიდებული უდაბნოს მსგავს უსაზღვრო სიყვარულის ისტორიას.

საჰარა. შეყვარებულთა ყვავილის ძიებაში.

საჰარა - უკიდეგანო ქვიშების და მცხუნვარე მზის მხარე. აქ, ბარხანებში, დაკარგულია უდაბნოს ვარდი. ლეგენდა ამბობს, რომ მასში შეყვარებულების სულები ბუდობენ. ის - დაუოკებელი გრძნობების სიმბოლოა, რომელიც თითქოს ნაბოძებია ადამიანებისთვის, როგორც ბედნიერების და სიყვარულის ოაზისი.

ზეთოვანი სუნამო Zahrat El Sahraa* შექმნილია ცნობილი ფრანგი პარფიუმერის სელინ რიპერის მიერ ექსკლუზიურად Faberlic-სთვის. ზეთოვანი ბაზის წყალობით შეიწოვება კანში, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სუნამოს გამძლეობას.

  • არ შეიცავს სპირტს.
  • არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.
  • აღჭურვილია გორგოლაჭით კანზე მარტივად დასატანად.

არომატის მიმართულება: მერქან-ყვავილოვანი ორიენტალური არომატი ბროწეულის და ვარდის ნოტებით.

ოაზისი იზიდავს მოგზაურებს მომხიბვლელი არომატით. ვარდის კვირტების დახვეწილი შლეიფი გადაჯაჭვულია წვნიანი
ბროწეულის ნოტებზე. მცხუნვარე მზით გამთბარი აბანოზის ღერო ჩაქსოვილია ამ დახვეწილ ხილ-ყვავილოვან მიქსში.
მწკლარტე მერქნის აკორდი, რომელშიც გახსნილია უდაბნოს დიდებულება და მრავალფეროვნება.

ძირითადი ნოტები: დამასკოს ვარდი, ბროწეული, აბანოზი

სუნამოს Zahrat El Sahraa ოლფაქტორული პირამიდა:

ზედა ნოტები: ვარდი, ბროწეული, ამბრა

გულის ნოტები: თეთრი ყვავილები, პრალინე, ვანილი

შლეიფი: მუშკი, აბანოზი, ტონკას მარცვლები

შეფუთვა: 30 მლ მოცულობის ფლაკონი.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი შეფუთვაზე მითითებული წარმოების თარიღიდან.

ფლაკონი მორთულია ორნამენტით "გულ", რაც სპარსულად ყვავილს ნიშნავს. ეს სტილიზებული ვარდია - სიცოცხლის სიმბოლო მთელი თავისი მრავალფეროვნებით.

*არაბ. "უდაბნოს ყვავილი"

შესაბამისობის დეკლარაცია

შესაბამისობის დეკლარაცია



 
მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი

Caprylic/Capric Triglyceride, Parfum, Tocopheryl Acetate, Coumarin, Limonene.

როგორ გამოვიყენოთ არომატი სწორად?

არომატი საუკეთესოდ "ჟღერს" იქ, სადაც სისხლი პულსირებს:

  • მაჯა (სადაც ისინჯება პულსი);
  • იდაყვი (შიდა მხარე);
  • ყურების უკან;
  • მკერდზე ჩავარდნილ ადგილას.

არომატს კარგად "იჭერს" თმაც, ამიტომ შეგიძლიათ შეისხუროთ ყელზე და კეფაზე.

თუ ძალიან გსურთ, რომ თან დაგყვებოდეთ ლამაზი არომატული შლეიფი, შეისხურეთ მუხლის უკან ან კაბის ქვედა ნაკერზე შიდა მხარეს.

დასასრულს გირჩევთ გაასხუროთ არომატი ზევით და შეხვიდეთ ამ "ღრუბელში".

როგორ შევარჩიოთ სუნამო?

წესი 1. არ ღირს ბევრი სუნამოს გასინჯვა. გაეცანით 3-4 არომატს, ასეთ შემთხვევაში არ დაიბნევით და შეძლებთ სურნელის დამახსოვრებას.

წესი 2. არ შეასხუროთ არომატი თავსახურში. ეცადეთ არ იყნოსოთ არომატი პირდაპირ ფლაკონიდან ან სინჯიდან. დაასხით ბლოტერზე ან სუფთა ცხვირსახოცზე. შერჩეული არომატი აუცილებლად შეისხურეთ კანზე, იმისათვის რომ გაიგოთ როგორ "ცხოვრობს" ის თქვენს კანზე. თქვენს და თქვენს მეგობარზე ერთიდაიგივე სუნამო შეიძლება სულ სხვადასხვანაირად "ჟღერდეს".

წესი 3. არ შეიძინოთ არომატი სულ პირველი შთაბეჭდილებით. ცოტა გაისეირნეთ მასთან ერთად, დაელოდეთ გულის ნოტების გამჟღავნებას (15-30 წუთის შემდეგ), მას შემდეგ რაც ყველაზე ზედა ნოტები გაქრება, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.

წესი 4. გაითვალისწინეთ ამინდი, კლიმატური და სიტუაციური ფაქტორები. გახსოვდეთ, რომ ტენიან ცხელ ჰაერში სურნელები უფრო ინტენსიურად ვრცელდება, ვიდრე ცივ და მშრალ ჰაერში. შედარებით მსუბუქი არომატები უნივერსალურები არიან, ხოლო ხასხასა და გაჯერებული კომპოზიციები ყოველთვის არ შეესაბამება ოფისს ან სანაპიროს. მაგრამ რომანტიკულ პაემანზე ისინი აუცილებლად მიიქცევენ ყურადღებას.

წესი 5. გადააქციეთ სუნამოს შერჩევა სიამოვნებად. კარგი განწყობა - საუკეთესო მრჩეველია ასეთ საინტერესო საქმიანობაში, როგორიცაა სუნამოს შერჩევა.

  მომხმარებელი რეკომენდაცია
(734008685)
Natalya K.
Дупленская
05.05.2024
Отличный аромат. Не похожий на другие и да, действительно на любителя. Лично очень впечатлил пробник, заказала полный формат. Стойкость однозначно высокая, раскрывается зимой и весной на полную.
(710176428)
Elena B.
Ноябрьск
03.04.2024
Запах прекрасный,нежный!!!
(715132529)
Ol'Ga T.
Верещагино
02.07.2023
Духи прекрасны!Выпустите ещё!Заканчиваются!
(718542898)
Elena S.
Гродно г.
15.07.2022
Аромат древесно-розовый, тяжелый. Похож древесным аккордом на Ренату красную. Для холодного времени года: зима, весна - шикарен. Держится достаточно долго. Имеет шлейф. Меняет звучание в движении.
(718542898)
Elena S.
Гродно г.
15.07.2022
Заказала зеленый - по запаху зеленое яблоко (запах парфюмерной воды). Легкий, не сладкий, хотя она присутствует. На лето.
(732636000)
Madinahon A.
Худжанд
15.07.2022
запах очень приятный но резкий в зимние время хороша но на лето не очень может масляный по этому такой резкий но зато очень стойкий.30млг. очень маленький сначала заказала наколки из этой ж серии по запаху наколки понравился в наколках немного приятный но всё таки хороший аромат каму как.спасибо фаберлик
შედეგები 1 - 6, სულ 6-დან