შეიძინეთ ზეთოვანი სუნამო Jemma El Fna 3824 დაბალ ფასად - 799 руб - ინტერნეტ-მაღაზია FL-SHOP

მოცულობა: 30 მლ.

სიყვარულის ძიებაში! აღმოსავლეთისკენ!

აღმოსავლეთი. ასეთი მიმზიდველი! აქ გადაჯაჭვულია თანამედროვეობა და ტრადიცია. ეს არის საგანძურის, მომნუსხველი ლეგენდების და ამოუხსნელი ცეკვების ფანტასტიკური სამყარო. ჩვენი სუნამოების კოლექციაში გიამბობთ მარადიული და დიდებული უდაბნოს მსგავს უსაზღვრო სიყვარულის ისტორიას.

მარაქეში. წინასწარმეტყველება სასწაულების მოედანზე.

ჭეშმარიტი სიყვარულის მოსაძებნად და ბედის გასაგებად ღირს მარაქეშში სასწაულების მოედანზე გასეირნება.

ხასხასა საღებავებთან და არომატებთან ერთად აქ იპოვით პასუხს გულიდან წამოსულ კითხვაზე. ორმხრივი სიყვარული ახლოსაა, უბრალოდ გაუღეთ
მას გულის კარი!

ზეთოვანი სუნამო Jemma El Fna* შექმნილია ცნობილი ფრანგი პარფიუმერის ნეჟლი ბარბირის მიერ ექსკლუზიურად Faberlic-სთვის. ზეთოვანი ბაზის წყალობით შეიწოვება კანში, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სუნამოს გამძლეობას.

  • არ შეიცავს სპირტს.
  • არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.
  • აღჭურვილია გორგოლაჭით კანზე მარტივად დასატანად.

არომატის მიმართულება: ხილ-ყვავილოვანი, ვანილ-მუშკის არომატი.

რას არ იპოვი მაროკოს ბაზარში! მოედანი სავსეა ხასხასა საღებავებით და არომატებით. ერთის მხრივ
იგრძნობა ციტრუსების სურნელი, მეორეს მხრივ - ჟასმინის და ვაშლის საოცარი მიქსი, ცოტა შორს კი იგრძნობა ვანილის სასიამოვნო სიტკბო. ნოტების ასეთ კომბინაციას სხვაგან ვერსად ნახავთ!

ძირითადი ნოტები: მაროკოს ფორთოხალი, ჟასმინ სამბაკი, მადაგასკარის ვანილი.

სუნამოს Jemma El Fna ოლფაქტორული პირამიდა:

ზედა ნოტები: ციტრუსი, შავი მოცხარი.

გულის ნოტები: ვარდი, ჟასმინი, შროშანა, ვაშლი, მსხალი.

შლეიფი: კედარი, სანდალოზი, ამბრა, მუშკი, ვანილი.

შეფუთვა: 30 მლ მოცულობის ფლაკონი.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი შეფუთვაზე მითითებული წარმოების თარიღიდან.

*არაბ. "სასწაულების მოედანი"

ფლაკონს ამშვენებს მარაქეშის სიმბოლოს - კუტუბიას მეჩეთის ორნამენტი და სამი ბურთი მისი მინარეთიდან, რომელიც ლეგენდის თანახმად ჩამოსხმულია ფადიშაჰის ცოლის ძვირფასეულობისაგან.

შესაბამისობის დეკლარაცია

შესაბამისობის დეკლარაცია



 
მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი

Caprylic/Capric Triglyceride, Parfum, Tocopheryl Acetate, Geraniol.

როგორ გამოვიყენოთ არომატი სწორად?

არომატი საუკეთესოდ "ჟღერს" იქ, სადაც სისხლი პულსირებს:

  • მაჯა (სადაც ისინჯება პულსი);
  • იდაყვი (შიდა მხარე);
  • ყურების უკან;
  • მკერდზე ჩავარდნილ ადგილას.

არომატს კარგად "იჭერს" თმაც, ამიტომ შეგიძლიათ შეისხუროთ ყელზე და კეფაზე.

თუ ძალიან გსურთ, რომ თან დაგყვებოდეთ ლამაზი არომატული შლეიფი, შეისხურეთ მუხლის უკან ან კაბის ქვედა ნაკერზე შიდა მხარეს.

დასასრულს გირჩევთ გაასხუროთ არომატი ზევით და შეხვიდეთ ამ "ღრუბელში".

როგორ შევარჩიოთ სუნამო?

წესი 1. არ ღირს ბევრი სუნამოს გასინჯვა. გაეცანით 3-4 არომატს, ასეთ შემთხვევაში არ დაიბნევით და შეძლებთ სურნელის დამახსოვრებას.

წესი 2. არ შეასხუროთ არომატი თავსახურში. ეცადეთ არ იყნოსოთ არომატი პირდაპირ ფლაკონიდან ან სინჯიდან. დაასხით ბლოტერზე ან სუფთა ცხვირსახოცზე. შერჩეული არომატი აუცილებლად შეისხურეთ კანზე, იმისათვის რომ გაიგოთ როგორ "ცხოვრობს" ის თქვენს კანზე. თქვენს და თქვენს მეგობარზე ერთიდაიგივე სუნამო შეიძლება სულ სხვადასხვანაირად "ჟღერდეს".

წესი 3. არ შეიძინოთ არომატი სულ პირველი შთაბეჭდილებით. ცოტა გაისეირნეთ მასთან ერთად, დაელოდეთ გულის ნოტების გამჟღავნებას (15-30 წუთის შემდეგ), მას შემდეგ რაც ყველაზე ზედა ნოტები გაქრება, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.

წესი 4. გაითვალისწინეთ ამინდი, კლიმატური და სიტუაციური ფაქტორები. გახსოვდეთ, რომ ტენიან ცხელ ჰაერში სურნელები უფრო ინტენსიურად ვრცელდება, ვიდრე ცივ და მშრალ ჰაერში. შედარებით მსუბუქი არომატები უნივერსალურები არიან, ხოლო ხასხასა და გაჯერებული კომპოზიციები ყოველთვის არ შეესაბამება ოფისს ან სანაპიროს. მაგრამ რომანტიკულ პაემანზე ისინი აუცილებლად მიიქცევენ ყურადღებას.

წესი 5. გადააქციეთ სუნამოს შერჩევა სიამოვნებად. კარგი განწყობა - საუკეთესო მრჩეველია ასეთ საინტერესო საქმიანობაში, როგორიცაა სუნამოს შერჩევა.

  მომხმარებელი რეკომენდაცია
(718542898)
Elena S.
Гродно г.
15.07.2022
Вкусные духи! Запах свежего зеленого яблока и чувствуется искринка шампанского. Легкий и не сладкий, хотя ваниль присутствует
(707322457)
Tat'Yana V.
Шумилино гп
15.07.2022
Прекрасный масляный парфюм.
შედეგები 1 - 2, სულ 2-დან