შეიძინეთ ტუალეტის წყალი მამაკაცებისთვის Uomo Felice 3228 დაბალ ფასად - 499 руб - ინტერნეტ-მაღაზია FL-SHOP

მოცულობა: 35 მლ.

ივლისის ზაფხულის შუადღე. ძველი სიცილიური ქალაქის მრგვალ მოედანზე შეფრინდა მკვირცხლი Vespa. მოტოროლერზე ორნი სხედან. ორივე მზისგან გაოქროსფერებული, ახალგაზრდა და გადამდებად ბედნიერები. კაფეს ტერასაზე შეკრებილების მისამართით წკრიალა ხმით გადაძახილის შემდეგ, ისინი ქრებიან ცივი ნაცრისფერი ხილის დუქნის მიღმა. წყვილი ჩქარობს ქალაქიდან გაქცევას იქ, სადაც "მზის ცეცხლი" უკიდია ფორთოხლის კორომებს. ციტრუსის ხეებს აქ მთელი სანაპირო უკავიათ, ამის გამო ზღვის მხრიდან გეგონებათ, რომ თქვენს წინ ოქროს კუნძული იშლება. სულ მაღლა, მწვერვალების და ბაღების თავზე კი მზეა ღრუბლებში - თითქოს უზარმაზარი წვნიანი გრეიპფრუტი ყინულოვანი შარბათის ვაზაში. "სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერებას თავის სურნელი გააჩნია", – ასე აღწერს პიერ ბურდონი ზმანებას, რომელმაც შთააგონა წყვილი არომატების Donna Felice და Uomo Felice შექმნა.

არომატი Uomo Felice შექმნილია სპეციალურად ჩვენი კომპანიისთვის, მსოფლიო პარფიუმერიის ოსტატის პიერ ბურდონის მიერ.

არომატის მიმართულება: მერქან-ციტრუსის არომატი.

ზედა ნოტები მოგაგონებთ სიოს, რომელსაც მოაქვს სურნელები კლდოვანი სიცილიური სანაპიროებიდან: ბერგამოტი, ტკბილი ლიმონი, მანდარინი, ნესვი, როზმარინი. დომინანტი ციტრუსოვანი აკორდის მსუბუქი სიგრილე გადადის ლავანდის, იისა და ფორთოხლის ხის, კომპოზიცია სრულდება მუხის ხავსის, პაჩულის და სანელებლის ნოტებით.

ოლფაქტორული პირამიდა – არომატის აკორდებად დაყოფის პროფესიონალური დასახელება. პირობითად არომატი იყოფა სამ აკორდად, რომლებიც თანმიმდევრულად ჟღერს: ზედა ნოტები (საწყისი), შუა (გულის ნოტები) და ქვედა (საბაზისო, შლეიფის). სიტყვასიტყვით ოლფაქტორული ნიშნავს "ყნოსვითს". პარფიუმერული წყლის Uomo Felice ოლფაქტორული პირამიდა:

ზედა ნოტები: ბერგამოტი, ტკბილი ლიმონი, მანდარინი, ნესვი, როზმარინი.
გულის ნოტები: ლავანდა, ია, ფორთოხლის ხის ყვავილები.
შლეიფი: მუხის ხავსი, ფაჩული, პუდრის ნოტები.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი შეფუთვაზე მითითებული წარმოების თარიღიდან.
შეფუთვა: ფლაკონი პლუველიზატორით, მოცულობა 35 მლ.



 
მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი

Alcohol denat., Aqua, Parfum, Limonene, Linalool, Citral, Alpha-Isomethyl Ionone, Cinnamal, Geraniol, Eugenol.

როგორ გამოვიყენოთ არომატი სწორად?

არომატი საუკეთესოდ "ჟღერს" იქ, სადაც სისხლი პულსირებს:

  • მაჯა (სადაც ისინჯება პულსი);
  • იდაყვი (შიდა მხარე);
  • ყურების უკან;

არომატს კარგად "იჭერს" თმაც, ამიტომ შეგიძლიათ შეისხუროთ ყელზე და კეფაზე.

თუ ძალიან გსურთ, რომ თან დაგყვებოდეთ ლამაზი არომატული შლეიფი, შეისხურეთ მუხლის უკაბ ან კაბის ქვედა ნაკერზე შიდა მხარეს.

დასასრულს გირჩევთ გაასხუროთ არომატი ზევით და შეხვიდეთ ამ "ღრუბელში".

როგორ შევარჩიოთ სუნამო?

წესი 1. არ არის აუცილებელი ბევრი სუნამოს გასინჯვა. გაეცანით 3-4 არომატს, ასეთ შემთხვევაში არ დაიბნევით და შეძლებთ სურნელის დამახსოვრებას..

წესი 2. არ შეასხუროთ არომატი თავსახურში. ეცადეთ არ იყნოსოთ არომატი პირდაპირ ფლაკონიდან ან სინჯიდან. დაასხით ბლოტერზე ან სუფთა ცხვირსახოცზე. შერჩეული არომატი აუცილებლად შეისხურეთ კანზე, იმისათვის რომ გაიგოთ როგორ "ცხოვრობს" ის თქვენს კანზე. თქვენს და თქვენს მეგობარზე ერთიდაიგივე სუნამო შეიძლება სულ სხვადასხვანაირად "ჟღერდეს".

წესი 3. არ შეიძინოთ არომატი სულ პირველი შთაბეჭდილებით. ცოტა გაისეირნეთ მასთან ერთად, დაელოდეთ გულის ნოტების გამჟღავნებას (15-30 წუთის შემდეგ), მას შემდეგ რაც ყველაზე ზედა ნოტები გაქრება, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.

წესი 4. გაითვალისწინეთ ამინდი, კლიმატური და სიტუაციური ფაქტორები. გახსოვდეთ, რომ ტენიან ცხელ ჰაერში სურნელები უფრო ინტენსიურად ვრცელდება, ვიდრე ცივ და მშრალ ჰაერში. შედარებით მსუბუქი არომატები უნივერსალურები არიან, ხოლო ხასხასა და გაჯერებული კომპოზიციები ყოველთვის არ შეესაბამება ოფისს ან სანაპიროს. მაგრამ რომანტიკულ პაემანზე ისინი აუცილებლად მიიქცევენ ყურადღებას.

წესი 5. გადააქციეთ სუნამოს შერჩევა სიამოვნებად. კარგი განწყობა - საუკეთესო მრჩეველია ასეთ საინტერესო საქმიანობაში, როგორიცაა სუნამოს შერჩევა.

  მომხმარებელი რეკომენდაცია
(736930896)
Elena N.
Волгоград
22.07.2023
Очень хороший аромат,пользуемся очень давно. Ждём с нетерпением выхода в объеме 100мл.
(734403287)
Aleksandra G.
Днепрорудное
04.07.2023
Отличный аромат! один из лучших! очень жду с клиентами возвращения и в большом формате
შედეგები 1 - 2, სულ 2-დან