Aromaty-article-1

პარფიუმერია - ისევ ის ფსიქოლოგიაა. ერთის მხრივ, სწორი ასოციაციები და ობიექტური ბუნებრივი ეფექტები, მეორეს მხრივ - წარსულის შეუმჩნეველი გამოძახილი. სუნებს შეუძლიათ მიძინებული გრძნობების გაღვიძება და პირიქით, მგზნებარე ემოციების დამშვიდება. და კიდევ, მათ შეუძლიათ ჩვენი და ჩვენი ცხოვრების შეცვლა.

რატომ გადავწყვიტეთ ასე? იმიტომ რომ ცხოვრების გზა - ეს განწყობის და მასთან დაკავშირებული საქციელების თანმიმდევრობაა, განწყობის მართვა არომატების დახმარებით კი - რთული, მაგრამ შესრულებადი ამოცანაა.

ციტრუსი უკონკურენციოა

როდესაც რაღაც გიშლით ხელს ოცნებების ახდენაში, დაიმუხტეთ ენერგიით: გამოიყენეთ ციტრუსის, ბალახის, ზღვის ბრიზის არომატები. მანდარინი და გრეიფრუტი დაგეხმარებათ შენიღბული რეზერვის გახსნაში, ბერგამოტის ნოტები ამაღლებენ თვითშეფასებას, ასტიმულირებენ წარმოსახვას და აქარწყლებენ ნეგატიურ აზრებს. ქორფა ბალახი აქრობს დაღლილობას და აღადგენს ძალებს ახალი ნახტომის წინ. ზღვა კი ავსებს სიქორფის, უსაზღვრო სივრცის  შეგრძნებით, აჩენს თავდაჯერებულობას და გაძლევთ შეგრძნებას, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და თამამად უნდა შეერკინოთ ამბიციურ ამოცანებს.

სახლში დაბრუნება

იპოვეთ ის არომატი, რომელიც სინქრონში იქნება თქვენს შინაგან მდგომარეობასთან - ყველას არ სჭირდება ენერგია შედეგის მისაღწევად, ზოგს სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს ზომიერებაზე: ეს შეიძლება იყოს მძიმე ორიენტირებული არომატები ან რბილი პუდრისებრი კომპოზიციები, სიმშვიდეც ხომ მრავალმხრივია.

Promenade-aroma

"დამამშვიდებელს" ინდივიდუალურად არჩევენ - ეს არის არომატი, რომელიც აღვიძებს ბედნიერ მოგონებებს, სასიამოვნოდ კუმშავს გულს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც წესი, ესეთია სახლის, ბავშვობის არომატები. მაგალითად, პარფიუმი ვაშლის ნოტებით აქრობს ტკივილს და მღელვარებას, ებრძვის შფოთს და ეხმარება რეალური და მოჩვენებითი სირთულეების შიშის დაძლევაში. ვანილი გარშემო სამყაროს უფრო კეთილს და გახსნილს ხდის, აფერადებს მას ხასხასა საღებავებით. შოკოლადი იმუნიტეტის ამაღლებასაც კი უწყობს ხელს - ეს მოციალე მადის აღმძვრელი არომატი ამცირებს ვირუსების წინააღმდეგ მგრძნობიარობას, რაც გეხმარებათ ცხოვრებას ოპტიმისტური თვალით შეხედოთ.

საქმიანი ქალი

ქალები, რომლებიც ოცნებობენ პროფესიის შეცვლაზე ან უფრო ენერგიული ცხოვრების სტილზე, ირჩევენ პარფიუმს მამაკაცური აქცენტებით. კანის, კედარის, ლაბდანუმა, მუხის ხავსის ნოტები დაგეხმარებათ კონცენტრირებაში და სტრატეგიულ აზროვნებაში.

ტიპიურად ქალური, რბილი ყვავილოვანი არომატები ასხივებენ თანაგრძნობას, სინაზეს და თმენის უნარს. სპეციალისტების აზრით, ყვავილების და ტროპიკული ტყის სურნელები, უმრავლესობის არჩევანია - გარშემომყოფები იმსჭვალებიან ნდომით და სიმპათიით ასეთი პარფიუმის მოყვარულების მიმართ, და ასეთი არომატების ამ თვისებას მოხერხებულად იყენებენ გაყიდვების მენეჯერები და ყველა, ვისაც ხალხთან მუშაობა უწევს.

Aromaty-article-2