New-year-celebrationსაოცნებო ახალი წელი: იდეალური დღესასწაულის 10 ინგრედიენტი
ასაკის მატებასთან ერთად სასწაულები არ ქრება, სასწაული ხდება ადამიანზე დამოკიდებული. მოვა თუ არა საახალწლო განწყობა, დადნება თუ არა ხელის გულზე ოცნებების ამსრულებელი ფიფქი, როდესაც საათი 12-ს შემოკრავს, - ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

საიდან მოვიტანოთ ცოტა ჯადოსნურობა ზამთრის დღესასწაულების გასალამაზებლად? ამაში საახალწლო მხიარულების საიდუმლოებები დაგეხმარებათ, რომლებიც დღესასწაულს დაუვიწყარს გახდიან.


1. თბილი შეხვედრები

ყოველდღიურობის ქაოსს და უსასრულო საქმეებს ჩვენი ყურადღება გადააქვს ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე და გვავიწყებს მთავარს - იმას, რასაც ეგზიუპერი "ადამიანური ურთიერთობების ფუფუნებას" უწოდებდა. დროა ავანაზღაუროთ რაც დავიკელით უკანასკნელ წლებში! არ შეიზღუდოთ თავი 31 დეკემბერს კლასიკური ვახშმით, ვარიანტი ძალიან ბევრი არსებობს: ერთ დღეს ვუძღვნით ნათესავებს - ვპატიჟებთ ბებიებს და ბაბუებს, ვათვალიერებთ საოჯახო ფოტოალბომებს და ვამზადებთ საახალწლო კერძებს, მეორე დღეს - ბავშვების ყიჟინის გარემოცვაში მივეშურებით სასრიალოდ, მესამე დღეს კი მეგობრებთან ერთად ვატარებთ კაფეში... მეტი ბედნიერი შეხვედრა უფრო გაათბობს დღესასწაულებს!

Faberlic-fashion-Empire-12. კონკიას ბედნიერება

ამ წელს აუცილებლად დაგჭირდებათ გრძელი კაბა ორიგინალური დიზაინერული პრინტით - ის გაგიმძაფრებთ დღესასწაულის შეგრძნებას, და ზუსტად იმ განწყობას გაჩუქებთ. აჩუქეთ საკუთარ თავს არჩევანის თავისუფლება, ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ახალი წლის შემდეგ ახალ კაბას ვეღარ ჩაიცმევთ. დადასტურებულია: როგორც კი მაქსი-კაბა გარდერობში დაიმკვიდრებს ადგილს, მისი ჩაცმის უფრო მეტი მიზეზი ჩნდება - კონცერტი და თეატრი, საღამოს წვეულება და რესტორანი, დაბადების დღე და საუკეთესო მეგობრის ქორწილიც კი. ინვესტიცია სილამაზეში და კარგი განწყობა ამოიგებს თავს!

3. საჩუქრები ყველას

საჩუქრების შეძენა და შეფუთვა - უკვე დღესასწაულია. გაიხანგრძლივეთ სიამოვნება: მოუმზადეთ სიურპრიზები არამარტო მეგობრებსა და ნათესავებს, არამედ ყველას ვისთან შეხვედრაც სიამოვნებას განიჭებთ, ვინც ღიმილს და კარგ განწყობას გჩუქნით. პატარა სუვენირი, არომატი მინი-ფლაკონში ან ხელის მოვლის ნაკრები განსაკუთრებით გაახარებთ მათ, ვინც არ ელოდება მილოცვას თქვენგან.

Faberlic-fashion-Empire-54. ...და საკუთარ თავსაც!

რა დღესასწაულია შოპინგის გარეშე - აჩუქეთ საკუთარ თავს საღამოს მაკიაჟის პროდუქტები, ახალი სუნამო და დიდებული ზრუნვა კოლექციიდან Platinum: დატვირთული წლის შემდეგ თქვენ ეს დაიმსახურეთ!

5. საოჯახო დუეტი

ბედნიერი ბავშვები ყველაფერს გარშემო მხიარულებით მუხტავენ. სათამაშოები და კანფეტები ყველაზე მოსალოდნელი საჩუქრებია, მაგრამ დედიკოს და პატარა პრინცესას ერთნაირი კაბებით გამოსვლა მოულოდნელ სიამოვნებას მოგანიჭებთ და დიდი ხნით დარჩება მეხსიერებაში. აირჩიეთ ოქროსფერი ფარჩის ან ლურჯი ხავერდის სამოსი კოლექციიდან "ამპირი" და გააოცეთ მეგობრები პატარა ფლეშმობით!

Faberlic-fashion-Empire-36. სიმყუდროვის და სილამაზის სამეფო

სადაც არ უნდა აღნიშნავდეთ ახალ წელს, მხოლოდ სპეციალურად მომზადებული სახლი შეგაგრძნობინებთ დღესასწაულის ატმოსფეროს სრულად. ნაძვის ხის მორთვა წინასწარ სჯობს - სამსახურიდან დაბრუნებულს ის გაჩუქებთ მოსალოდნელი დღესასწაულის განწყობას და გაგახარებთ მრავალფეროვანი ლამაზი შუქებით და სათამაშოებით. გააწყეთ მაგიდა ჭურჭლის ახალი ხასხასა კომპლექტით და იზრუნეთ ახალი წლის განწყობის მთავარ საიდუმლოზე – ჯადოსნურ არომატზე ყველა ოთახში.

7. შთაბეჭდილებების კალენდარი

დაგეგმეთ გართობის გრაფიკი - ასე დაიგროვებთ ტკბილ მოგონებებს და დასვენებაც უფრო აქტიური გახდება. და კიდევ მოიშორებთ შეგრძნებას, რომ დასვენების დღეებმა ასე მალე გაირბინეს. თქვენ გელით მრავალრიცხოვანი საახალწლო პროგრამები, გამოფენები, სეირნობა და მასტერ-კლასები. დაიწყეთ წინასწარ ბილეთებზე ზრუნვა, რადგან ბევრი მსურველი იქნება!

8. კეთილი საქმეები

საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის სიურპრიზების მზადებისას, იფიქრეთ მათზე, ვისაც ყველაზე ნაკლებად გაუმართლათ. მცირედი ქველმოქმედებაც კი სიმშვიდეს მოგგვრით, ამით ხომ თქვენი ბედნიერების მცირე ნაწილს უზიარებთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

Empire-fashion-2-29. სასიამოვნო და სასარგებლო

დაგეგმეთ ისე, რომ თქვენი სადღესასწაულო პროგრამა მხოლოდ გართობას არ შეიცავდეს. ახალი წელი - შესანიშნავი მიზეზია ახალი რეცეპტების შესასწავლად, შეგიძლიათ დაკავდეთ ჰობით, რომელზეც არასოდეს გყოფნიდათ დრო, ან წაიკითხოთ გადადებული წიგნები. ერთი პირობა: ეს საქმიანობა აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს.

10. და ცოტა ბავშვობაც!

შეარჩიეთ დღესასწაულისთვის ბავშვურად უშუალო და ჯადოსნური წიგნები, ფილმები და მულტფილმები! თუ ფიქრობთ, რომ უფროსებისთვის ზღაპრების კითხვა არასოლიდურია, თქვენ გაოცდებით თუ რაოდენ სასიამოვნოა ბავშვობის გრძნობების გახსენება და ხელახლა გავლა. ასევე შეგიძლიათ ჩამოაფაროთ სახლში სქელი ფარდები და მოაწყოთ კინოსეანსი მთელი ოჯახისთვის - პოპკორნით და გმირების განხილვით. კიდევ ერთი მიზეზი ოჯახის ყველა წევრის ერთად შეკრების!

Faberlic-fashion-Empire-7