salon-care-imageპროფესიონალური კოსმეტიკა უკვე რამდენიმე წელია იპყრობს მყიდველების გულებს. პოპულარულ სეგმენტში შესაძლებელი გახდა ძვირფასი ზეთების და სხვა ძვირფასი ინგრედიენტების გამოყენება. თმის ნაზი სალონური მოვლის საშუალებები ხელმისაწვდომ ფასად უკვე Faberlic-ის კატალოგშია!

ჩვენ ვთხოვეთ პროექტის Salon Care ბრენდ-მენეჯერს ელენა მირონოვას, რომ გვიამბოს ჩვენი ახალი სერიის შესახებ.


რით განსხვავდება Salon Care-ს პროდუქტები Faberlic-ის სხვა პროდუქტებისგან?

Lena-Mironovaეს სერია - პრინციპიალურად განსხვავებულია, ის პროფესიონალური შედეგის მიღების შესაძლებლობას იძლევა, თითქოს თქვენ სალონში იყავით თმის მოვლის პროცედურებზე. გამოყენებული ფორმულები სალონურის ანალოგიური, ნაზი ზრუნვის გარანტიას იძლევა. თმა გარდაიქმნება, უფრო ძლიერი და ბრწყინვალე ხდება, ხოლო ასეთი მოვლის ეფექტი უფრო ხანგრძლივია. სერია ყველა ტიპის თმისთვის გამოდგება. ამ საშუალებების მთავარი ფუნქცია - ღრმა კვება და გაჯანსაღებაა მთელს სიგრძეზე.

სერიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი: ის იდეალურია თმის მოსავლელად შეღებვის, ლამინირების, კერატინული გასწორების შემდეგ, ანუ უნარჩუნებს თმას ეფექტს, რომელსაც იღებთ სალონში. სერიის Salon Care საშუალებები არ რეცხავენ ფერს, არ წამოწევენ თავის კანზე აქერცლილ კანს, პირიქით, ქმნიან დაცვას თითოეული თმის წვერის გარშემო.

და, რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია ახალი პროდუქტების აქტიური ინგრედიენტები: ეს ძვირფასი ზეთების და არგინინის კომბინაციაა. ადრე ჩვენ ვიყენებდით მხოლოდ ამლის ზეთს - სერიის Expert, თმის აღდგენის ხაზში Everstrong, ახლა კი უფრო განვავითარეთ ეს მიმართულება. ზეთები თმის კოსმეტიკაში - ერთერთი მთავარი ტენდენციაა თანამედროვე ბიუთი-ინდუსტრიაში, და ჩვენ არ შეგვეძლო გვერდის ავლა.

სერიის სლოგანია - "სალონური მოვლის ფუფუნება". რა პროფესიონალური თვისებები გააჩნიათ ამ ახალ საშუალებებს?

ნიღაბი, მაგალითად, შეიცავს განსაკუთრებულ ინგრედიენტს - ის თითოეულ თმის წვერს უთხელესი ფირით ეკვრება გარსს. კვებავს და აღადგენს თმის სტრუქტურას, და კიდევ უზრუნველყოფს თერმოდაცვას. ანუ ნიღბის შემდეგ თავისუფლად არის შესაძლებელი ფენის ან თმის უთოს გამოყენება. ნიღბის აქტიური კომპონენტები მოქმედებენ არა მარტო 5-10 წუთის მანძილზე, დამცავი ფირი ჩერდება თმაზე შამპუნის გამოყენების შემდეგაც კი.

ახალ ხაზში არის ორი ღრმა მოქმედების საშუალება - მსუბუქი ორფაზიანი სპრეი და გაჯერებული შრატი. მათი გამოყენება სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. სპრეი - ბალზამის ნაცვლად, ანუ უნდა წაისვათ სველ თმაზე თავის დაბანის შემდეგ, ან როგორც მსუბუქი დღის მოვლა, აბურდული თმის გასასწორებლად, სირბილის და ბზინვარების მისანიჭებლად. შრატი - უფრო კონცენტრირებული საშუალებაა: რამდენიმე წვეთიც კი საკმარისია თმის ბზინვარებისთვის. შეგიძლიათ შრატის გამოყენება მშრალ თმაზე, ეფექტის გასაძლიერებლად შამპუნში დამატება, თავის დაბანის წინ წასმა, როგოც ნიღაბი. შრატი დაგეხმარებათ დაყოფილი ბოლოების წინააღმდეგ ბრძოლაში, შეგიძლიათ ფენით გაშრობის წინ გამოყენება თმის გასაძლიერებლად.

salon-care-image-1პროდუქტებს საფუძვლად უდევს ზეთების და არგინინის კომბინაცია. რატომ მაინცდამაინც ეს ინგრედიენტები?

ეს კომპონენტები მრავალმხრივად მუშაობენ და საუკეთესოდ ამართლებენ მოვლის იმედებს. არგანის ზეთი კვებავს და აღადგენს თმას, მისი გამოყენება საუკეთესოა დაყოფილი ბოლოებისთვის. აბისინიური ზეთი ათანაბრებს ზედაპირს, ავოკადოს ზეთი ბზინვარებას და სირბილეს ანიჭებს თმას, აღადგენს მის სტრუქტურას. გამოვიდა სამი ზეთის ოპტიმალური თანაფარდობა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ფუნქცია გააჩნია. არგინინი ავსებს მათ - იგი ამინომჟავაა, რომელიც მაგრდება თმის ზედაპირზე, არესტავრირებს დასუსტებულ მონაკვეთებს და იცავს თმას გარემოს ზემოქმედებისგან.

არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე ეფექტურია მიზანმიმართული მოვლა, რომელიც განკუთვნილია კონკრეტული ტიპის თმისთვის. ახალ სერიაში რატომ არის მხოლოდ უნივერსალური საშუალებები წარმოდგენილი?

ჩვენი მიზანი იყო ისეთი პროდუქტის გამოშვება, რომელიც ყველას გამოადგება. კვება - ეს პირველი საჭიროებაა ნებისმიერი ტიპის თმისთვის! სერია Salon Care არ არის განკუთვნილი სპეციფიური პრობლემის გადასაჭრელად, ის დაგეხმარებათ თმის გარეგანი იერის და ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ ვიღებთ არამხოლოდ შედეგს, არამედ პროცესს, ემოციებს: საკუთარი თავის მოვლის და საკუთარი თმისთვის საუკეთესო მოვლის მიწოდების შესაძლებლობას!

Faberlic-ასორტიმენტშია პროდუქტები, რომლებიც თმის კონკრეტული ნაკლოვანებების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ, ისევე როგორც, მაგალითად, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი შამპუნი სერიიდან Expert Pharma, ან მიზანმიმართული ეფექტის მქონე საშუალებები, როგორიცაა Deep Aqua (თმის დამატენიანებელი სერია) ან Everstrong. ხოლო ახალი სერია Salon Care – განკუთვნილია ნაზი მოვლისთვის და თმის ხარისხის კარდინალურად გაუმჯობესებისთვის სახლის პირობებში.

შამპუნი Salon Care არ შეიცავს სულფატებს. რას ნიშნავს ეს?

SLS (sodium lauryl sulfate) ქმნის ფუმფულა ქაფს და ღრმად ასუფთავებს თმას. მას შეიცავს ნებისმიერი პოპულარული სავაჭრო ნიშნის შამპუნი. მაგრამ SLS გამოყენება არ არის რეკომენდირებული შეღებვის ან ლამინირების პროცედურების შემდეგ, რადგან ის მაღლა წამოწევს თავის კანის აქერცლილ კანს. შამპუნი სულფატების გარეშე ისე კარგად არ ქაფდება და ძალიან დაბინძურებულ თმას პირველივე მოხმარებისას არ გაასუფთავებს. შესაძლოა თმას დრო დასჭირდეს უსულფატო მოვლის "შესაჩვევად", მაგრამ შემდეგ ის გარდაიქმნება, უფრო ცოცხალი, ძლიერი, დამჯერი ხდება და ბუნებრივად გამოიყურება. ეს კი ზუსტად ის მიზანია, რომლისკენაც ვილტვით!

ვის ურჩევდით ახალ სერიას?

ყველას, ვისაც სურს ბრწყინვალე და ძლიერი თმა, და ასევე ლამინირების, შეღებვის და გასწორების ეფექტის გახანგრძლივება.

ტექსტი: ანნა ლაზნიკი.

salon-care-image-2