servirovka-1

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანები კვლავინდებურად მიირთმევენ ჩაის, აწყობენ სუფრას სადილისთვის და ვახშმობენ სანთლის შუქზე. ეს საყვარელი ტრადიციები თბილ შთაბეჭდილებებს იწვევენ და ერთმანეთის უფრო უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

როგორ შევინარჩუნოთ ოჯახური სუფრის მომხიბვლელობა? ჩვენ, მაგალითად, ასე ვიქცევით:

1. ვიყენებთ ჭურჭელს დანიშნულებისამებრ.
როდესაც შაქარი საშაქრეშია, რძე - სარძევეში, კარაქი - საკარაქეში, სუფრასთან განწყობა უფრო განსაკუთრებულია.

პროდუქტი მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში უფრო მოხდენილად და აკურატულად გამოიყურება, საკუთარი პორციის აღება კი არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ მოსახერხებელიცაა.

2. მნიშვნელობას ვანიჭებთ დეტალებს.
სუფრის რეტრო სტილში გაწყობა ითვალისწინებს განსაკუთრებულ ყურადღებას დეტალების მიმართ: ხელსახოცების დაკეცვის ხერხს, გადასაფარებლის ფერს და ფაქტურას. ასეთი მიდგომისას ძველ, იერ დაკარგულ ჩანგალს, მაგალითად, შანსი არ აქვს, და აზრი "მისი თავიდან მოშორების დროა!" სამწუხაროდ ოჯახში არ გადადის შთამომავლობაზე.

3. ვყიდულობთ ჭურჭელს სერვიზებით.
არამხოლოდ ვყიდულობთ, არამედ ვიყენებთ კიდეც! როდესაც ფინჯანი არ უხდება ლანგარს, ჩაიდანი კი - საშაქრეს, იქმნება მარტოსული ადამიანის თავშესაფარში ჭურჭლის თავმოყრის შთაბეჭდილება. ამ უაზრობას აგვირგვინებს საყვარელი გაბზარული თეფში, ის ხომ ასეთი "ერთადერთია"...

servirovka-24. ვუთმობთ დროს ნივთების მოვლას.
ლამაზი ტრადიციული მასალები ხანდახან არაპრაქტიკული აღმოჩნდება ხოლმე: ქსოვილის ხელსახოცი, ფაიფურის ჭურჭელი, ბამბის გადასაფარებელი. ასეთი ნივთი მოვლას საჭიროებს, მაგრამ ღირსეულადაც გამოიყურება, ხოლო "ერთჯერადი" ნივთებით რთულია ოჯახური კერის სიმყუდროვით მოიხიბლო.

5. ხაზს ვუსმევთ კერძების სილამაზეს.
სიყვარულით გაწყობილ სუფრაზე, კერძები მორთულია ფერადი ელემენტებით, ომლეტი კი დაჭრილია აკურატულ ნაჭრებად, როგორც ტორტი. თუ სალათი ეფექტურად არის მირთმეული, მიუსლი თხილ მოყრილი, ხოლო პური ბუტერბროდისთვის რომბის ფორმებითაა დაჭრილი, ჩვეულებრივი სადილი თავშესაქცევი და სადღესასწაულოც კი ხდება!

6. ვირჩევთ ცოცხალ ყვავილებს.
პატარა თაიგულს დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია! მაგიდის ცენტრში მოთავსებული ცოცხალი ყვავილები თითქმის მაგიურად მოქმედებენ, იზიდავენ მზერას და იწვევენ ღიმილს. არ არის საჭირო ვარდებზე დიდი თანხის დახარჯვა, მოკრძალებული გვირილის თაიგულიც საკმარისია.

ყველა ლამაზი სუფრის სერვირების მოყვარულს - ჩაის სერვიზი ალიონა ახმადულინასგან. Faberlic-ის კატალოგში გაჩნდა ჯადოსნური ჩაის სმის ჭურჭელი!

servirovka-3