თითოეულ ადამიანს, მიუხედავად მისი განათლების, ასაკის, სოციალური მდგომარეობის, შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მიზანს მიაღწიოს Faberlic-ში: მიიღოს დამატებითი შემოსავალი, გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი და აისრულოს ოცნებები.


მაგრამ როგორც ფრინველს არ შეუძლია ერთი ფრთით ფრენა, ასევე ადამიანიც არ შეიძლება იყოს ბოლომდე კმაყოფილი მხოლოდ ფულის შოვნით. Faberlic ყველას აძლევს შესაძლებლობა არამხოლოდ საკუთარი ბიზნესი შექმნას, მიიღოს მატერიალური შემოსავალი, არამედ განვითარდეს კიდე - ინტელექტუალურად, სულიერად და ფიზიკურად! ჩვენი ხუთი პრინციპი ასახავს სრულყოფილი ცხოვრების იდეას:


1. გვიყვარდეს საკუთარი სამშობლო, კულტურა და ენა


მიწა, რომელზეც დავიბადეთ, ხალხის სულიერი იერი, ადამიანები გარშემო - ყველაფერი ეს ძალას და შთაგონებას გვაძლევს. სამშობლოს შენებაში მონაწილეობის მიღება, მისი კულტურული სიმდიდრის დაცვა და ახალი ღირებულებების შექმნა - საკუთარი სიცოცხლისთვის აზრის მინიჭებას ნიშნავს.

reading-family-1children-1family-great-2

2. მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას


მატერიალური წარმატება - ჩვენი კეთილდღეობის საფუძველია, ის გვეხმარება ვიყოთ თავდაჯერებულები და ჰარმონიულები, ჩავუყაროთ საძირკველი სულიერ განვითარებას. იყო ფინანსურად დამოუკიდებელი - ნიშნავს არ იყო დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე და თავისუფლად გრძნობდე თავს ოცნების ძიებაში.

novye zvaniya 17-2013WRCHshopping-style-1

3. შევთავაზოთ ადამიანებს უნიკალური პროდუქტები და მომსახურება


ჩვენ დაუღალავად ვშრომობთ და ვისწრაფვით, რომ ჩვენი მეცნიერული მიღწევები კოსმეტოლოგიაში, პარფიუმერიაში, სტილის და ჯანსაღი კვების პროდუქტებში ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანებისთვის. თითოეულ პროდუქტს ვქმნით პირველ რიგში ჩვენთვის და შემდეგ სიამოვნებით გიზიარებთ თქვენ ჩვენს აღმოჩენებს.

zakaz-chernovikexpert-questions-2-2014pr-10-2014-1

4. ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის და ოჯახის ჯანმრთელობაზე


სილამაზე შიგნიდან იბადება, და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ცხოვრებას გაგვიფუჭებს თუ არა რაიმე ფიზიკური სენი. აქტიური ცხოვრების წესი, უარი მავნე ჩვევებს, საკუთარი კვების გაკონტროლება, პოზიტიურად აზროვნება - მარტივი წესებია, რომლებიც ცხოვრებას საუკეთესოსკენ ცვლის.

sport-woman-1mama-image1diet-girl-image-4

5. განვავითაროთ საკუთარი თავი, ადამიანები და სამყარო


რა საფეხურზეც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა გავაგრძელოთ წინ სვლა. ჩვენ ვაფართოვებთ საზღვრებს და ვისწრაფვით, რომ უკეთესები ვიყოთ ვიდრე გუშინ, დავეხმაროთ გარშემო ადამიანებს საკუთარი მიზნების მიღწევაში.

world-people-studentgarmoniya-image-17 konferencia Na Vershine sჩვენი დანიშნულებაა - ამ სამყაროში სინათლის შემოტანა და ადამიანის განვითარება. ჩვენი ეთიკა - ცხოვრების კანონია: რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ვინც უანგაროდ უთმობს საკუთარ ცხოვრებას დროს და ენერგიას საყვარელ საქმეს, სამშობლოს და ახლობლებს, ყურადღებით ეკიდება სხეულს, სულს და გონებას, აღწევს საკუთარ ოცნებებს.